საქართველოს 25 799 მოქალაქე საზღვარგარეთ არის რეგისტრირებული- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ეს მონაცემი, მოიცავს როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მოქალაქეებს.
საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციის მიხედვით, უცხოეთის ქვეყნები:
- რუსეთი – 7 432 მოქალაქე;
- საბერძნეთი – 3 954 მოქალაქე;
- უკრაინა – 2 639 მოქალაქე;
- გერმანია – 1 771 მოქალაქე;
- ესპანეთი – 1 356 მოქალაქე;
- ამერიკის შეერთებული შტატები – 1 352 მოქალაქე;
- ისრაელი – 1 031 მოქალაქე.