ახალი თაობის ბენდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული L’Imperatrice-ია, რომელიც Black Sea Arena-ის ეზოში, Front Stage-ზე 15 აგვისტოს გამართავს კონცერტს.
ფრანგული ბენდი 2012 წელს ჩამოყალიბდა, მსოფლიო აუდიტორიის ყურადღების ცენტრში კი 2018 წელს პირველი ალბომის, Matahari-ის გამოცემის შემდეგ მოექცა. ამავე წელს L’Imperatrice-მა ევროპის მრავალ ცნობილ ფესტივალზე გამართა კონცერტი ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან: Tyler The Creator, Massive Attack და Nick Cave and The Bad Seeds.ბენდის მეორე ალბომს – სახელწოდებით Tako Tsubo – კიდევ უფრო დიდი გამოხმაურება მოყვა. ალბომის ტურის ფარგლებში L’Imperatrice მსოფლიოში უდიდეს მუსიკალურ ღონისძიებებს სტუმრობს, ბენდი Coachella-ს აუდიტორიის წინაშე სულ რამდენიმე დღის წინ წარსდგა.Tako Tsubo-ს ტურის ფარგლებში L’Imperatrice Black Sea Arena-ის ეზოში, Front Stage-ზე წარდგება და დაუვიწყარ თავგადასავალს გვაჩუქებს.