საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაძვირების პარალელურად საწვავის ფასი საქართველოშიც იზრდება.
საწვავის ფასები ბენზინგასამართი სადგურების მიხედვით:
Socar Georgia Petrolium-ის შემთხვევაში ბენზინის გარკვეული სახეობები და დიზელის ფასი ბოლოს 5 სექტემბერს გაიზარდა და ნანო პრემიუმის ფასი 4 თეთრით, ნანო ევრო რეგულარის 4 თეთრით, ევრო 5 დიზელის 5 თეთრით, ნანო ევრო დიზელის კი 3 თეთრით გაძვირდა. დღეისთვის ამ კონკრეტული ბრენდის ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
ნანო სუპერი – ₾3.70
ნანო პრემიუმი – ₾3.03
ნანო ევრო რეგულარი – ₾2.78
ევრო 5 დიზელი – ₾3.00
ნანო ევრო 5 დიზელი – ₾3.08
LPG – ₾1.80
CNG ბუნებრივი აირი – ₾1.60
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასები ბოლოს 6 სექტემბერს შეიცვალა და მომხმარებელს საწვავის ჩასხმა ამ ბრენდის სადგურებზე შემდეგ ფასად შეუძლიათ:
ეკო სუპერი – ₾3.68;
ეკო პრემიუმი – ₾3.08, გაძვირდა 4 თეთრით;
ეკო დიზელი – ₾3.17, გაძვირდა 3 თეთრით;
ევრო დიზელი – ₾3.12, გაძვირდა 3 თეთრით;
ევრო რეგულარი – ₾2.82, გაძვირდა 4 თეთრით;
დიზელ ენერჯი – ₾3.07, გაძვირდა 3 თეთრით;
ვისოლ გაზი – 1.64
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულების ბოლო ცვლილება პირველ სექტემბერს ფიქსირდება. შედეგად საწვავის ფასები სადგურებზე შემდეგია:
G-Force სუპერი – ₾3.45, გაძვირდა 4 თეთრით;
G-Force პრემიუმი – ₾3.09, გაძვირდა 10 თეთრით;
G-Force ევრო რეგულარი – ₾2.89, გაძვირდა 10 თეთრით;
ევრო-რეგულარი – ₾2.79 ლარი, გაძვირდა 10 თეთრით;
G-Force ევრო დიზელი – ₾3.15, გაძვირდა 10 თეთრით;
ევრო დიზელი – ₾3.05, გაძვირდა 10 თეთრით.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში კი გამოქვეყნებული ინფორმაცია დაკვირვების შესაძლებლობას არ იძლევა