დღის სიახლეებისიახლეები

სექტორები, სადაც ახლა ყველაზე მეტი ვაკანსიაა

0
გაზიარება

მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვაკანსიების რაოდენობა 16%-ით შემცირდა – განაცხადა რეგიონულმა მენეჯერმა, ინგა შახბაზიანმა

შახბაზიანის თქმით, ამ პერიოდში {ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე} კომპანიები ახალი ვაკანსიების განთავსებისგან თავს იკავებდნენ, ამასთან, შემცირდა სამსახურის მაძიებლების რაოდენობაც და თუ ადრე ყოველდღიურად 100-მდე ადამიანი რეგისტრირდებოდა, მაისის პირველ ნახევარში 50-მდე შემცირდა.

„მაისში ბევრად უფრო დიდი მოლოდინი გვქონდა აქტიურობის კუთხით, იმიტომ, რომ ეს თვე, ისევე როგორც სექტემბერი, არის ძალიან აქტიურ პერიოდი, თუმცა, ამჯერად იყო პასიური. კომპანიები თავს იკავებდნენ, ამბობდნენ, ჯერ დალაგდეს სიტუაცია და შემდეგ განვათავსებთ ვაკანსიებს. მაისში ჯამურად დაიდო 4700 ვაკანსია, რაც წინა წელთან შედარებით, არის 16%-იანი კლება.

რაც შეეხება სფეროების მიხედვით სამუშაო ადგილების განაწილებას, აქ ძირითადად აქტიურობდა რითელ სექტორი და გაყიდვები, მეორე იყო ადმინისტრაცია, მესამე ჰორეკა, ფინანსები, სამედიცინო და IT მიმართულება.

უფრო კონკრეტულად:

  • გაყიდვები – 26%
  • ადმინისტრაცია – 17%
  • ჰორეკა -15%
  • ფინანსები -12%
  • სამედიცინო – 8%
  • IT სფერო – 6%

სამსახურის მაძიებლების კუთხითაც, მაისის დასაწყისში კლება იყო. ამ პერიოდს დაემთხვა აღდგომაც. თუმცა, თუ მანამდე ყოველდღიურად 60-100 სამსახურის მაძიებელი რეგისტრირდებოდა, მაგ პერიოდში 30-50-მდე ჩამოვიდა. უკვე მაისის მეორე ნახევრიდან ისევ გააქტიურდა და დღეს (ივნისში) 70-დან 110-მდეა“, – აცხადებს ინგა შახბაზიანი.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!