2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ზოგადად სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია.ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.3% იყო, მაშინ როცა მიმდინარე წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი – 12.9%, იყო.
2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე სექტემბერთან შედარებით, შემცირდა და 7,4%-დან 7.1%-მდე დაიწია. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 7.7%-დან 7.6%-მდე, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 6.4%-დან 6.1%-მდე შემცირდა.
ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით 16.1%-დან 16.4%-მდე გაიზარდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე განაკვეთი 13.8%-დან 13.6%-მდე შემცირდა, ხოლო ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე ერთ თვეში განაკვეთი 18.1%-დან 18.3 %-მდე გაიზარდა.