სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების საწარმო უკვე ოფიციალურად გაიხსნა. „აგრობადეს“ დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის განმარტებით, აქამდე წარმოება სატესტო რეჟიმში მიმდინარეობდა, დღეიდან კი შეკვეთებზე მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყება.1 კვ.მ ბადის ღირებულება 1 -1,20 ლარი იქნება.
მისივე თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ სავარაუდოდ, კომპანია მიწოდებით სრულად ჯერ ვერ დააკმაყოფილებს, შესაბამისად, რეგიონის მასშტაბით ექსპორტიც ამ ეტაპზე გამორიცხულია.
„უკვე ოფიციალურად გავიხსენით, სატესტო რეჟიმში ვიყავით აქამდე. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ძალიან დიდია და მიწოდებით სრულად ჯერ ვერ დავაკმაყოფილებთ, შესაბამისად, ექსპორტზე ამ ეტაპზე ვერ გავალთ. მაგალითად, კახეთში და შიდა ქართლში დიდი შეკვეთები გვაქვს. კახეთში 300-400 ჰექტრის შეკვეთა უნდათ და ჩვენ შეგვიძლია დღეში 1 ჰექტრის წარმოება. ხომ ხვდებით, რა მასშტაბებზეა საუბარი.
ამ ეტაპზე დასაქმებულია 18 ადამიანი, რაც შეეხება ფასს, 1 კვ.მ -ის ღირებულება 1 – 1,20 ლარი იქნება, გააჩნია შეკვეთას“,- ამბობს ავთანდილ მაისურაძე.
კომპანია მომავალში მზის საწინააღმდეგო ბადეების წარმოებასაც გეგმავს, რომელსაც სავარაუდოდ, 2 თვეში დაიწყებს.