ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას 140 სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ მეღვინეობის დარგის ადგილობრივი ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები და იმპორტიორები.
ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინის ისტორია და კულტურა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ მეტრეველმა წარუდგინა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ კორეის ბაზარზე უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლის მონაცემებით, კორეის რესპუბლიკაში საქართველოდან ექსპორტირებულია 84,470, ხოლო 2022 წლის 8 თვის მონაცემებით კი, 43,900 ბოთლი ღვინო.