დღის სიახლეებისიახლეები

SGBA-ს ბიზნეს სამიტი 2023 პარტნიორია ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო-ბია

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი 2023 გაიმართება, რომელსაც 400 დელეგატი დაესწრება. სამიტი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.

ღონისძიება 5 სპიკერს უმასპინძლებს, რომლებიც მასტერკლას ჩაატარებენ ბიზნესის კუთხით აქტუალურ თემებზე, ხოლო სამიტის მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნება 15 ბიზნეს კომპანია, რომლებიც თავიანთ ისტორიასა და ამ კუთხით არსებულ სიახლეებს გაგვიზიარებენ.

SGBA-ს ბიზნეს სამიტი 2023 პარტნიორია ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო  “ბია”, რომელიც წამყვანი კომპანიაა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნეს პროფილების, მარკეტინგული სიების და დარგობრივი ბაზრების შესახებ ანალიტიკური მასალების მიწოდებაში.

სს. “ბია” მართავს საქართველოში დარეგისტრირებული ყველა კომპანიის შესახებ ბიზნეს ინფორმაციის ყველაზე დიდ და მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზებს, რომლის მეშვეობითაც უცხოელი ინვესტორებს აცნობს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მათ ნებისმიერი ქვეყნის ბიზნესკლიმატის, ბაზრების ცალკეული სეგმენტებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაციით.

BIA საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი კომპანიების პარტნიორს გლობალური ბიზნეს ინფორმაციის მონაცემთა ბაზების განვითარების სფეროში. BIA -ს ასევე გააჩნია მუდმივად განახლებადი ინფორმაცია მსოფლიოს 165 -ზე მეტ ქვეყანაში 300 მილიონ კომპანიაზე: კომპანიების პროფილები, მარკეტინგული სიები, კორპორატიული შტო და კავშირები. BIA -ს მეშვეობით შეგიძლიათ იპოვოთ, შეაფასოთ და გადაამოწმოთ თქვენი პოტენციური და არსებული პარტნიორები, გააანალიზოთ თქვენი ბიზნესის რისკები მათთან მიმართებაში და გააფართოვოთ ბიზნესი.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!