ბიზნეს სამიტი, რომელიც 15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართება, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. 400 დელეგატისგან შემდგარი სამიტი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დატვირთული იქნება სხვადასხვა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტოვობებით.
ბიზნეს სამიტი მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს – „ალტერბრიჯს“ უმასპინძლებს – ალტერნატიული სივრცე ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე, რომელიც წარმოადგენს ხიდს განათლებიდან დასაქმებამდე და კარიერულ წინსვლამდე. სახელწოდება, როგორც ფუნქციური დატვირთვის სიტყვათა შეთანხმება, გამომდინარეობს სასწავლო უნივერსიტეტის მისიიდან და გრძელვადიანი ხედვიდან
ალტერბრიჯი 2018 წელს დაარსდა საკონსულტაციო-სატრენინგო ცენტრ ,,PR აკადემიის” მიერ, რომლის 7 წლიანი წარმატების ისტორია უკავშირდება ზოგადი მენეჯმენტის, სტრატეგიული კომუნიკაციის, ორგანიზაციული კვლევების, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით კორპორაციული/ ინდივიდუალური ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებას, მენტორინგისა და საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფას.
ალტერბრიჯის თანამედროვე დიზაინის შენობა განთავსებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რაც უზრუნველყოფს ხელსაყრელ პირობებს ინოვაციური მიდგომებით სწავლების, სამეცნიერო-შემოქმედებითი კვლევისა და პიროვნული თუ პროფესიული ზრდა-განვითარებისათვის.
სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა მისცეს ადამიანებს პიროვენული და პროფესიული თვითრეალიზების ახალი შესაძლებლობები, რისთვისაც ქმნის კვლევისა და ცოდნის მიღების ხელმისაწვდომ პირობებს, აყალიბებს საერთაშორისო პლატფორმას განათლებისა და შრომის ბაზრის ურთიერთქმედებისთვის, ხელს უწყობს ქვეყანაში საზოგადოებრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას.
ღირებულებები:
- პროფესიონალიზმი
- ურთიერთნდობა და გუნდურობა
- საჯაროობა და გამჭვირვალობა
- ეთიკა და სამართლიანობა
- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და პატრიოტიზმი
- აკადემიური თავისუფლება
- უწყვეტი განვითარება