დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია – ჰალო

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია – ჰალო

ჰალო  –  Ჩვენ გვჯერა ნივთებს ზღვა ემოციისა და პოზიტიური განწყობის შექმნა შეუძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში

ჰალო 2021 წლიდან აწარმოებს ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ ფუნქციური სახლის დეკორს და აქსესუარებს 3D ტალღის ეფექტით, რომელიც ზღვის განცდასთან ერთად ხალისიანი ფერებით ავსებს ინტერიერს. ამ ეტაპზე  „ჰალო“ 6 ხაზის, 25 სახეობის და 100 დასახელების პროდუქტს, რაც საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 10-მდე კონცეპტუალურ მაღაზიაში, ჰიპერმარკეტ “Mihouse”-ში და “ბაზარი ორბელიანზე”.

Მიიღე ზღვა ემოცია  – „ჰალო“ -ს პროდუქცია შთაგონებულია სხვადასხვა ზღვისა და ოკეანის ფერებით და ატარებს ემოციურ მუხტს, რომელიც ნებისმიერ სივრცეს ანიჭებს უნიკალურობას.  

Გააზიარე ქართული ემოცია – თანამედროვედ დანახული ტრადიციული ელემენტები სუფრაზე ქართული კერძების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. Სამზარეულოსთვის შეიქმნა ცალკეული ხაზი, რომლის შთაგონების წყაროდ ქართული ტრადიციული სუფრა იქცა.

„2021 წელს, პოსტპანდემიურ პერიოდში მე და ჩემს მეგობარს გაგვიჩნდა სურვილი შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ყოველდღიურობაში გამოყენებად ნივთებს, ახალ სიცოცხლეს და მეტ მნიშვნელობას შესძენდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პროდუქტი ყოფილიყო ბუნებრივი ელემენტებით შთაგონებული, ამიტომ დაერქვა ჩვენს კომპანიას “ჰალო”- რაც ოპტიკური ფენომენის, ფერადი წრიული სხივის, დასახელებაა.

ჩვენ ვართ პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც ტალღის ეფექტით მასიურად დაიწყო სახლის დეკორის და აქსესუარების დამზადება. ამ ეტაპზე ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ 6 ხაზის პროდუქციას, ესენია: სარკის, სამზარეულოს, სილამაზის, სახლის, სასაჩუქრე ნაკრების და სუვენირების ხაზებს, რაც აერთიანებს 25 სახეობის და 100 დასახელების პროდუქტს. ჰალოს თითოეული ტალღა შთაგონებულია სხვადასხვა ზღვის ან ოკეანის ფერებით. ძირითადი მოდელებია: შავი ზღვა, ოკეანის ტალღა, მალდივები და ჰავაი.

დღეისთვის ჰალოს გუნდი 6 მოტივირებული ადამიანისგან შედგება, უახლოესი 2 წლის განმავლობაში ჩვენი მიზანია გავზარდოთ წარმოება, რაც გუნდში დამატებით კადრების აყვანის საჭიროებას გააჩენს, ამავდროულად ფილიალის/მაღაზიის გახსნა, ინტერიერის დიზაინის სფეროში პოზიციონირება და ავეჯის კუთხით განვითარება. ამავდროულად გავცეთ ზღვა ემოცია და ნებისმიერი საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე ნათელი და ბუნებრივი ფერებით ავავსოთ“ – ანა ერემეიშვილი

მის: კალოუბნის ქ. #33                                                                                                                                                                          მობ: 558516557                                                                                                                                                                                        ვებ: www.halo.com.ge                                                                                                                                                                              FB: @HaloWaveArt                                                                                                                                                                                Instagram: @halo.com.ge

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!