წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, კომპანია – აუდიტესკორტი
კომპანია “შპს აუდიტესკორტი” – AUDITESCORT-ი დაარსდა 2007 წელს და მას შემდეგ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე.
AUDITESCORT–ის საქმიანობის სფეროებია: სამშენებლო ექსპერტიზა (ინსპექტირება); აუდიტორული საქმიანობა; საშემფასებლო საქმიანობა.
AUDITESCORT არის სამშენებლო სფეროში სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის” მიერ, ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად აკრედიტებული A ტიპის ინსპექტირების ორგანო, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას. თანამშრომლების ცოდნა და კომპეტენცია დადასტურებულია საქმიანობის კონკრეტული სფეროების მიმართულებით, ისინი ფლობენ საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ყველა უფლებას (სერთიფიკატი, ლიცენზია).
AUDITESCORT-ის მისიაა საქართველოში სამშენებლო კულტურის განვითარება და დახვეწა, ხოლო მიზანია- სამშენებლო სფეროში მომუშავე კომპანიებს შესთავაზოს მათთვის საჭირო ყველა სერვისი. სამშენებლო პროცესი და დასრულებული მშენებლობა გახდეს მაქსიმალურად უსაფრთხო.
AUDITESCORT-ი ასევე ქონების და ქონებრივი უფლებების დამოუკიდებელი შემფასებელია ბაზარზე 2007 წლიდან. კომპანიას გააჩნია წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და საქმიანობის განსახორციელებლად ყველა საჭირო უფლება (სერთიფიკატი, ლიცენზია). შეფასებები ხორციელდება შეფასების შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის მიერ გამოცემული საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების შესაბამისად.
AUDITESCORT-ი, ისევე როგორც მისი თანამშრომლები რეგისტრირებული არიან ბუღალტრული აღრიცხვა, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის რეესტრში (www.saras.gov.ge). ფინანსური აუდიტის დაკვეთით თქვენ განსაზღვრავთ თქვენი კომპანიის რეალურ ფინანსურ მდგომარეობას, საგადასახადო რისკებს, მიიღებთ რეკომენდაციებს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და შიდა კონტროლის სისტემის სრულყოფისათვის.
2024 წლიდან, კომპანია გეგმავს ახალი პროდუქტების დანერგვას, კიდევ უფრო ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება და რჩება სანდო პარტნიორად მათთვის, ვინც ეძებს წარმატებას, საიმედოობასა და ეფექტურობას თავიანთ პროექტებში.
მის: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 14ა
ტელ: (032 144 500; +995 599 81 87 87)
ელ. მისამართი: www.auditescort.ge