დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, კომპანია – ეკო ბინა

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია; ✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, კომპანია – ეკო ბინა

ეკო ბინა – ჰარმონიაში ბუნებასთან!

კომპანია “ეკო ბინა” უკვე 7 წელია მუშაობს ენერგოეფექტურობის მიმართულებით და არის უკრაინული კომპანია „PRANA PLATINUM“- ის ოფიციალური წარმომადგენელი საქრთველოში, რომელიც ახორციელებს პრანას რეკუპერატორების იმპორტს და მონტაჟს: ბინებში, ოფისებში, სამედიცინო დაწესებულებებში, საწარმოო შენობებში, სკოლებში, ბაღებში და სხვადასხვა ფუნქციის ფართებში

რეკუპერატორი PRANA -ს მუშაობის პრინციპი

 

„ეკო ბინა“ გთავაზობთ საპროექტო სახელოსნოს, სადაც საინჟინრო ქსელების საპროექტო დოკუმენტაცია იქმნება ( გათბობა-გაგრილება,ვენტილაცია,ელექტროობა და სუსტი დენები,სანტექნიკა-კანალიზაცია,ცხელწყალმომარაგება, სახანძრო უსაფრთხოება)და დამკვეთის სურვილის მიხედვით სამონტაჟო სამუშაოები სრულდება, მომსახუეობა, ასევე მოიცავს ენერგოეფექტურობის მიმართულებით, ენერგოაუდიტის დასკვნებს საცხორებელი და საწარმოო შენობებისთვის, სკოლებისთვის და ბაღებისთვის.

„ყოველთვის მქონდა სურვილი ისეთი საქმე მეკეთებინა, რომელიც სარგებელს მოუტანდა საზოგადოებას, გაზრდიდა ჩემი კომპანიის მასშტაბებს და ფინანსურ მდგომარეობას. როდესაც პირველად გავიგე, სიტყვა „ენერგოეფექტურობა“ და  მისი მნიშვნელობა, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ზუსტად ეგ იყო ის, რაც უნდა მეკეთებინა, თუმცა ამისთვისთვის მხოლოდ პროექტების დახაზვა საკმარისი არ იყო,საჭირო იყო კონკრეტული მოქმედება, ის რისი სურვილი და მიზანიც მქონდა პრაქტიკაში უნდა განმეხორციელებინა“- ზურაბ დოლენჯაშვილი, “ეკო ბინა“-ს დამფუძნებელი

პროფესიით არქიტექტორი, გავლილი აქვს Giz -ის პროგრამის ფარგლებში სპეციალური გადამზადების კურსები-ენერგოეფექტურობის მიმართულებით 2015 წელს თბილისში და პრაქტიკა გერმანიაში, კიოლნში და ჰამბურგში, ხოლო 2018 წელს  ამერიკის შეერთებული შტატების, ვაჭრობის სამინისტროს სპეციალური პროგრამა SABIT Eenergy Efficiency and Renewables  in Construction Program ის ფარგლებში

Eco bina-ს პარტნიორები არიან: „სარაჯიშვილი“ , ტერმინალი „ლასარე“, „თიბისი ბანკი“,“ელენემტ კონსტრაქშენი“, “სილქნეტი“ „ილიას უნივერსიტეტი“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, „ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფო“, „ზუმერი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, „ემ ბი სი“  და ასევე ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი.

 

მის: თბილისი, ბერიტაშვილის მე 2 შესახვევი #3,ბ.10

ტელ. 599 58 58 17  / 514 605 605

www.ecobina.ge

[email protected]

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო

მსოფლიოს გარშემო ბევრი უცნაური სასტუმრო არსებობს. მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო: The Boot Bed’n’Breakfast, ახალი ზელანდია სასტუმრო-ჩექმა - ორ-სართულიანი კოტეჯი, რომელსაც ჩექმის ფორმა აქვს. ის ტასმანის რეგიონის…

მშრალი და ხარისხიანი თხილის ღირებულება 5 ლარიდან იწყება – ლევან ქარდავა

„ახლა თხილის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აგვისტოს დასაწყისში წვიმიანმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი შეფერხებებით გრძელდება. საწარმოები იბარებენ თხილს, ხდება ხარისხის კონტროლი და ფასებიც ამ…

იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა

2024 წლის იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა, რაც 368.3 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის…

საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 47.2 ათასით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!