წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ქართული ონლაინ პლატფორმა- Jer.ge
Jer.ge/ჯერჯი არის ქართული ონლაინ პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს, შექმნას სივრცე, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს მისთვის საჭირო/სასურველი ხარისხიანი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად და ისარგებლოს ადგილზე მიტანის სერვისით. ჯერჯი უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს და მომხმარებელზე მორგებულ გარემოს.
დღესდღეობით მცირედი მონდომება და რესურსიც კი საკმარისია, იმისთვის, რომ დაიწყო ონლაინ საქმიანობა. სწორედ აქედან გამომდინარე, ქართულ რეალობაში ხშირად ვაწყდებით „არალეგალურ“ ონლაინ მაღაზიებს და მათთან ურთიერთობის შედეგად დაზარალებულ მომხმარებლებს
- პროდუქტის მიღებამდე თანხის წინასწარ ჩარიცხვა კერძო პირის სახელზე და სასურველი ნივთის გარეშე დარჩენა;
- სურათებში ნანახ და ადგილზე მიღებულ პროდუქტს შორის მკვეთრი სხვაობა (რა შევუკვეთე – რა ჩამოვიდა);
- ტრანსპორტირების პრობლემა (ნივთის შეთანხმებულ ვადაზე მეტხანს დაყოვნება);
- მონაცემთა დაცვა, უსაფრთხოება (პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება, მესამე პირისთვის გადაცემა);
ეს არის მცირედი ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რომელთა გამოც ქართულ რეალობაში რთულია მოიპოვო მომხმარებლის ნდობა და შეძლო ონლაინ სრულყოფილად მუშაობა.
ვინაიდან და რადგანაც ელექტრონული კომერციის სივრცეში წარმატებას თან ახლავს გამოწვევები და შესაძლებლობები, ჯერჯის გუნდი აქტიურად მუშაობს ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დააბალანსებს სანდოობას კომპანიასა და მომხმარებელს შორის. პროცესის გამჭვირვალობა, კანონიერი საქმიანობა, ხარისხზე ორენტირება, პუნქტუალურობა, დროის სწორი მენეჯმენტი, მაქსიმალური გულწრფელობა და მომხმარებელზე ორიენტირება განაპირობებს კომპანიის წარმატებას ქართულ ონლაინ ბაზარზე. სწორედ აქედან გამომდინარე, ჯერჯის ყოველი მომხმარებელი მადლიერი და კმაყოფილია სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებით.
ჯერჯის სამუშაო ინტერესები მოიცავს, არა მხოლოდ არსებული პროდუქციის რეალიზაციას, არამედ ახლის შექმნას, განვითარებასა და მუდმივ ზრდას. ამისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია „შუქჯერალდი“, ორიგინალური სანათი, გამორჩეული ხარისხითა და ვიზუალით.
ასევე მანათობელი ფხვნილისგან წარმოებული პროდუქცია, რომელმაც მრავალი კერძო თუ იურიდიული პირის დაინტერესება გამოიწვია. და ეს ყველაფერი არ არის, ჯერჯის გუნდი განუწყვეტლივ მუშაობს ახალ იდეებზე, რომლებიც შემოიტანს ახალ რეალობას ელექტრონული კომერციის სიცრცეში და გაზრდის სანდოობას მომხმარებელსა და კომპანიას შორის.
ერთად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი. Jer ჩვენ – მერე სხვა..
ტელეფონი:(+995) 555-30-25-30
ვებ გვერდი: www.jer.ge