დღის სიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, საშუამავლო კომპანია – K group Managment

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, საშუამავლო კომპანია – K group Managment

2023 წელს საშუამავლო კომპანია, K group Managment -ი შეიქმნა, რომლის მიზანიც არის საინვესტიციო და სავაჭრო მიმართულებით კონტაქტების დამყარება სხვადასხვა ქვეყნის  წარმომადგენლებთან.

K group Managment -ის დამფუძნებლის, ნათია კიკოლაშვილის განცხადებით :

„ K group Managment -ი ნეიტრალური კომპანიაა, რომელიც დიდი ენთუზიაზმით აკავშირებს ერთმანეთან საჭირო პირებს და უზრუნველყოფს მათ შორის სრულფასოვან საქმიან პარტნიორობას. მომხმარებლებს ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას, რომელიც დამუშავებას აღარ საჭიროებს, შედეგად ორივე მხარე კმაყოფილია დაზოგილი დროითა და რესურსით.

თავდაპირველად კომპანია იყო უძრავი ქონების საქმიანობით დაინტერესებული, ხოლო დღეს უკვე K group Managment-ის ნიშად, შესაძლოა დასახელდეს სავაჭრო ურთიერთობების  დამყარება სხვადსხვა სფეროებში მომუშავე ადამიანებთან, რაც ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესია. ძალიან მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, მათთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების დამყარება.

გვაქვს საინტერესო შემოთავაზებები, ბრიტანელი მოდის კვირეულის ორგანიზატორის მიერ მიწვეულები ვართ 2024 წლის მარტში პარიზში,  Michael Lombard ის მოდის კვირეულზე, (რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს პარიზსა და ნიუ იორკში, როგორც ტყავის სამოსის დიზაინერი).

ასევე სამხატვრო მიმართულებითაც ბევრი სიახლე და სასიხარულო ამბები გვაქვს, იგეგმება საინტერესო აქტივობები, მათ შორის თებერვალში, ლონდონში გაიმართება გამოფენა- გაყიდვა, სადაც ქართველი მხატვრების ნამუშევრებს ლონდონის სამხატვრო ბირზჟაზეც ვიხილავთ“ – ნათია კიკოლაშვილი

 

 

მისამართი: საბურთალო, ს. კანდელაკის 8ა

საკონტაქტო ინფორმაცია: +995 599220036

ელ. მისამართი: [email protected]

 

 

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!