დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის ოფიციალური მხარდამჭერია, კომპანია – Royal Events – ივენთების ორგანიზება

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს. 

SGBA Business meeting 2024-ის ოფიციალური მხარდამჭერია, კომპანია – Royal Events – ივენთების ორგანიზება

2014 წელს ბავშვობის ოცნების ახდენის სურვილისა და საფრანგეთში, ვერსალის სასახლის ეზო ინსპირაციით ეთო ჯავახიშვილის მიერ შეიქმნა ყველასაგან გამორჩეული და ორიგინალური, ივენთების დეკორატიული მოწყობის კომპანია – Royal Events, რომელიც მომხმარებლებს ივენთის დეკორატიულად მოწყობას და სურვილისამებრ ივენთების სრულ ორგანიზებას სთავაზობს, ეს იქნება ქორწილი,ნათლობა, დაბადების დღე, კორპორატიული საღამო, ექსტერიერისა და შენობის გარე ფასადების დეკორაცია თუ ა.შ. კომპანიის უპირატესობას კი ხელოვნებისადმი სიყვარული, შრომისმოყვარეობა და ორიგინალური ხედვა წარმოადგენს, რომელსაც მომხმარებელთა რაოდენობა ადასტურებს.

“ბავშვობის ოცნებას თუ არ ჩავთვლით, ინსპირაცია საფრანგეთში ვერსალის სასახლის ეზო იყო, ვუყურებდი ჰორიზონტს, იმიტომ რომ ბაღები არ მთავრდებოდა და ვფიქრობდი, ეს სილამაზე რასთან დამეკავშირებინა თუ არა ქორწილის ცერემონიასთან. როდესაც საქართველოში დავბრუნდი ამ იდეას ფრთები შევასხი, ეს სფერო იმ პერიოდში მრავალფეროვნებით და კუნკურენტთა დიდი რაოდენობით ბაზარზე არ გამოირჩეოდა. დღეს უკვე  კონკურენტების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემს სიტყვას ვიტყვი ამ სფეროში.  კომპანიის პრიორიტეტი არის ჩემი ღრმა ცოდნა, გამოცდილება და სიყვარული ხელოვნებისადმი, კონკრეტულად დიზაინის და ფლორისტიკის სფეროში. მე თავად ვქმნი თითოეულ დეტალს და ამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ” – ეთო ჯავახიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია : 557 155 155

ელ. მისამართი : [email protected]

 

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო

მსოფლიოს გარშემო ბევრი უცნაური სასტუმრო არსებობს. მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო: The Boot Bed’n’Breakfast, ახალი ზელანდია სასტუმრო-ჩექმა - ორ-სართულიანი კოტეჯი, რომელსაც ჩექმის ფორმა აქვს. ის ტასმანის რეგიონის…

მშრალი და ხარისხიანი თხილის ღირებულება 5 ლარიდან იწყება – ლევან ქარდავა

„ახლა თხილის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აგვისტოს დასაწყისში წვიმიანმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი შეფერხებებით გრძელდება. საწარმოები იბარებენ თხილს, ხდება ხარისხის კონტროლი და ფასებიც ამ…

იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა

2024 წლის იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა, რაც 368.3 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის…

საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 47.2 ათასით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!