წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია; ✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ავეჯის საწარმო – NK Design Studio
კომპანია „ნანიკო ქავთარა“, რომელიც 2008 წელს შეიქმნა, დღეს პუფებს და რბილ ავეჯს ამზადებს, უტარებს მათ რესტავრაციას, ასევე ამზადებს გარე ავეჯს, ჰამაკებს, სარეკლამო ჩანთებს და ა.შ.
ბრენდის სავიზიტო ბარათი, ხარისხიანი მასალებით შექმნილი ფერადი დიზაინია, რომელიც ნებისმიერ სივრცეს მეტად შთამბეჭდავს და დასამახსოვრებელს გახდის.
სწორედ ხარისხზე, ფერებსა და მათ საუკეთესო მომსახურებაზე აკეთებენ აქცენტს ნანას მიერ შექმნილი ავეჯის მომხმარებლები.