წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, კომპანია – თენო
„თენო’’ ერთ-ერთი წარმატებული ქართული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა სახის ტექსტილს, თეთრეულს, ფარდებს, ბალიშებსა და საბნებს აწარმოებს. კომპანია ორიენტირებულია ძირითადად სასტუმროების მომსახურებაზე, კომპანია ხშირად ემსახურებიან რესტორნებსა და საავადმყოფოებსაც.
«თენო» მომხმარებელს ადგილობრივ პროდუქციასთან ერთად უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციასაც სთავაზობს, თუმცა ძირითადად ადგილობრივ პროდუქციაზე არიან ორიენტირებულნი.