წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის სპონსორია,მარკეტინგული კომპანია – Infinity Solutions
Infinity Solutions წლების განმავლობაში ქმნის მაღალი სტანდარტების ციფრულ სერვისებს, ეხმარება კომპანიებს იპოვონ თავიანთი ადგილი ციფრულ სამყაროში და შეძლონ პოზიციონირება ბაზარზე.
წლების განმავლობაში Infinity Solutions-ის გუნდს განხორციელებული აქვს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი.
მთავარი ბენეფიტი, რომელსაც კომპანიები INFINITY-თან თანამშრომლობით იღებენ, არის: პროფესიონალი გუნდი, დაცული დედლაინები, ბიუჯეტური მომსახურება.