15 ოქტომბერს SGBA-ს ორგანიზებით სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi 400 დელეგატისგან შემდგარი ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დატვირთული იქნება საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.
“ბიზნეს სამიტი 2023” ბაზრის ლიდერ კომპანიებთან ერთად 5 სპიკერს უმასპინძლებს, მათ შორის არის ნანა აბურჯანიძე – კომპანია სოლუშენერის დამფუძნებელი, რომელიც განიხილავს გაყიდვების სწორად წარმართვასთან დაკავშირებულ თემებს – როგორ გავუმკლავდეთ თანამედროვე გამოწვევებს, როგორ შევუქმნათ მოტივაცია გაყიდვების გუნდს, როგორ ვმართოთ მოლაპარაკებები და ავაწყოთ ურთიერთობა მომხმარებელთან.
“გაყიდვებში უამრავი სტერეოტიპია დამკვიდრებული და მთლიანად ეს სფეროც ძალიან ნეგატიურ კონტექსტშია აღქმული, არადა გაყიდვებია ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საწინდარი. სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ ბიზნეს სამიტზე 15 ოქტომბერს: თუ როგორ დავძლიოთ სტერეოტიპები გაყიდვებში ” – ნანა აბურჯანიძე
უწყვეტი სწავლა წარმატების გასაღებია. ბიზნეს სამიტი – არის უახლესი ცოდნის მიღების, ხელსაწყოებისა და უნარების ათვისების მარტივი და ყველაზე საინტერესო გზა.