ბიზნეს სამიტი, რომელიც 15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართება, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. 400 დელეგატისგან შემდგარი სამიტი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დატვირთული იქნება სხვადასხვა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტოვობებით.
SGBA-ს ბიზნეს სამიტი 2023 პროექტ ,,ქინდერბუბუს,, უმასპინძლებს, რომელიც წარმოადგენს მარტივ შესაძლებლობას, ბავშვებისთვის ანბანის შესასწავლად. KinderBubu არის უნიკალური ფოტო-პერსონალური წიგნები 12 წლამდე ბავშვებისთვის.
“ქინდერბუბუ” არის ქართველი გენიოსის, იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის,, საფუძველზე შექმნილი ანბანის შემსწავლელი ფოტო-პერსონალური წიგნი-მეთოდი. ფოტო-პერსონალური წიგნი-მეთოდი ბავშვს უჩენს მოტივაციას და ენთუზიაზმს, გამოიჩინოს ინიციატივა ანბანის და კითხვის შესასწავლად. ეს პროექტი, საქართველოს ბავშვებს, ადრეულ ასაკშივე გაუჩენს დაუვიწყარ ზღაპრულ ემოციებს და დაამეგობრებს მომავალ თაობებს!
პროექტის მიზანი:
1) ბავშვმა ადრეულ ასაკში, მოტივაციით და ენთუზიაზმით შეისწავლოს ანბანი და კითხვა;
(უამრავი საერთაშორისო მეც. კვლევა ადასტურებს, რომ თუ ბავშვი ადრეულ ასაკში დადებითი მუხტით
სწავლობს ანბანს და კითხვას, შედეგად მისი აკადემიური მიღწევები ბევრად მაღალია)
2) ეს პროდუქტი, მსოფლიოში მაქსიმალურად ბევრი ბავშვისთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი, რათა
ადრეულ ასაკშივე მოხდეს ბავშვების და მათი ოჯახების დაახლოება-დამეგობრება – მათ ხომ საერთო,
ანბანის შემსწავლელი ფოტო-პერსონალური სათავგადასავლო წიგნი დაამეგობრებთ;
(ოჯახებისგან 100% დადებითი უკუკავშირია)