წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ (SGBA) უნიკალური შესაძლებლობა შესთავაზა ქალ მეწარმეებს და მათ 2 თებერვალს, შატო დე ვერე-ში გამართულ წლის მთავარ ბიზნეს შეხვედრაზე -Business meeting 2024-ში მონაწილეობა სპეციალური პირობებით შესთავაზა.
ხანგრძლივი შერჩევის პროცესი უკვე დასრულდა და Business meeting 2024-ის მონაწილე 5 მცირე მეწარმე ქალის ვინაობა უკვე ცნობილია.
- ნანიკო ქავთარაძე – Naniko Kavtara design studio
- მარიამ რატიანი – M.Ratiani – Design
- ლანო წურწუმია – Lano Stilisti • ლანო წურწუმია
- ეკა დავითმღვდლიშვილი – Studio 3.14 • სტუდიო 3.14
- ანა ჯაჭვაძე – Anna J Jachvadze და Studio 3.14 • სტუდიო 3.14
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები არაფორმალურ გარემოში შეხვდებიან ერთმანეთს და ინოვაციურ, საინტერესო ბიზნეს პროექტებს, ინიციატივებსა და პროდუქტებს წარადგენენ.
Business meeting 2024-ის მიზანია:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;