აქსესუარებიდიზაინიდღის სიახლეებიესთეტიკასაინტერესო სიახლეებისიახლეები

შარფები უნიკალური ორნამენტებით

0
გაზიარება

აქართველოში წარმოებულ პროდუქციას შორის შეხვდებით „რიდეს“ აბრეშუმის შარფებს, თავსაბურავებს, რომლებზეც სპეციალურად ბრენდისთვის შექმნილი უნიკალური ორნამენტებია წარმოდგენილი.

აღნიშნული კომპანია ბაზარზე მხოლოდ 2 თვეა რაც გამოჩნდა, თუმცა როგორც მისი დამფუძნებელი კესო გველესიანი ამბობს, „რიდე“ ქართულ ბაზარზე უკვე საკმაოდ მოთხოვნადია.

„არ ველოდი, იმდენად დიდია მოთხოვნა. მიჭირს დაჯერება, რომ პროდუქცია ასე მოკლე დროში ამდენ ადამიანს მოეწონა და შეიძინა. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ მე თვითონ ვქმნი ილუსტრაციებს, ორნამენტებს და არ ვიღებ ინტერნეტიდან და არ ვბეჭდავ ფოტოებს“, – აღნიშნა კესო გველესიანმა BM.GE-ისთან საუბრისას.

ამასთან, კესო გველესიანის განმარტებით, „რიდეს“ ამ ეტაპზე მამაკაცის ხაზი არ აქვს, თუმცა მისი პროდუქციით, ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის ქალები ინტერესდებიან.

პროდუქციის შექმნაში მონაწილეობას უშუალოდ თავად დამფუძნებელი იღებს. რაც შეეხება რეალიზაციას, მომხმარებელს „რიდეს“ შეძენა ონლაინ შეკვეთის საშუალებით შეუძლია.

„ჯერჯერობით, შეკვეთა მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი. მომავალში, ალბათ სადმე ჩვენს სტენდსაც ნახავთ. დიდი სურვილი მაქვს, რომ რამდენიმე ადგილას იყოს „რიდეს“ სტენდი“, – აღნიშნა კესო გველესიანმა.
„რიდეს“ აბრეშუმის თავსაბურავის ზომა 70•70სმ-ს შეადგენს; პროდუქციის შეძენა კი, მომხმარებელს 70 ლარად შეუძლია.

გამოწვევებზე საუბრისას, კესო გველესიანმა აღნიშნა, რომ მუშაობის პროცესში გარკვეული პრობლემური ტექნიკური დეტალები დაფიქსირდა, რაც ნელ-ნელა აღმოიფხვრა. სხვა მხრივ, კი ჯერჯერობით „რიდეს“ განსაკუთრებული სირთულეები არ შეხვედრია. ამასთან, „რიდეს“ დამფუძნებლის განმარტებით, სამომავლოდ კომპანია კონცეფციის ცვლილებას არ გეგმავს და მომხმარებელს კვლავ თავსაბურავებს შესთავაზებს.

წყარო:https://bm.ge/ka/

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!