მედია საშუალებებიRSS კატეგორიადღის სიახლეებიმთავარიმთავარი ამბებიტელევიზია

“შარქ თენქ საქართველოს” მეორე სეზონი იწყება

0
გაზიარება

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. 20 აპრილს, საქართველოს პირველ არხზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – Shark Tank საქართველოს მეორე სეზონი იწყება. პროექტის გენერალური სპონსორი „საქართველოს ბანკია“.

4 ემის მფლობელი შოუ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში პირველად გასულ წელს გამოჩნდა. 46 მონაწილე დამწყებ ბიზნესს შორის, ინვესტორების დაფინანსება 14-მა რჩეულმა მოიპოვა. „შარქ თენქ საქართველოს“ პირველი სეზონი წარმატებით დასრულდა – პროექტის ფარგლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია გაიცა.

20 აპრილიდან კი, ყოველ ოთხშაბათს, საქართველოს პირველი არხის ეთერში მაყურებელს „შარქ თენქ საქართველოს“ მეორე სეზონი ელოდება.

“მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ და გენერალური პარტნიორობა გავუწიოთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიც Shark Tank-ია. პროექტმა უკვე 5 კონტინენტი მოიცვა და მისი დახმარებით მსოფლიოს მასშტაბით 40-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდა ინვესტიცია. მათთვის, ვისაც საკუთარი იდეის სჯერა, Shark Tank-ი ერთგვარი შესაძლებლობაა მიზნები რეალობად აქციონ. Shark Tank საქართველოს პირველი სეზონის ფარგლებში 14-მა გამარჯვებულმა უკვე წარმატებით შეძლო საკუთარი საქმიანობის განვითარება. მოხარული ვართ, რომ მალე ამ რიცხვს ახალი ქართული ბიზნესებიც შეუერთდება. ჩვენი მიზანია, ამ და სხვა პროექტების ფარგლებში, ხელი შევუწყოთ ახალი, საინტერესო და გამორჩეული ბიზნესების განვითარებას“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!