დღის სიახლეებისაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

შარშან საქართველოში 83%-ით მეტი სპექტაკლი ჩატარდა, ვიდრე – 2020 წელს

0
გაზიარება

გასული წლის მონაცემებით, საქართველოში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან ორი ოპერისა და ბალეტის თეატრი, 41 – დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, ორი – ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო შვიდი – თოჯინების თეატრი იყო. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. 

თეატრების უმრავლესობა – 52% თბილისშია, 15.4% – იმერეთშია. 2021 წელს ქვეყანაში ჩატარდა, დაახლოებით, 1.9 ათასი ღონისძიება. საზღვარგარეთ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა 27 იყო, რომელშიც 203 ადამიანი მონაწილეობდა.

წლიურად 83%-ით გაიზარდა 2021 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა და 1 787 შეადგინა, მათგან ნახევარზე მეტი თბილისში ჩატარდა.

2021 წელს ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა საერთო რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 46.3%-ით გაიზარდა და 183.8 ათასი შეადგინა. საშუალოდ ერთ სპექტაკლზე დასწრების მაჩვენებელი 103 ადამიანი იყო. მაყურებელთა დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა თბილისი (47.7%), ხოლო მეორე ადგილზე იმერეთი (13.5%) იყო.

რაც შეეხება მუზეუმებს, 2021 წელს საქართველოში 250 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 99 მემორიალური, 72 ისტორიული (მხარეთმცოდნეობის), 23 ხელოვნების, 13 მუზეუმ-ნაკრძალი, 2 ლიტერატურული, ხოლო 41 სხვა სახის მუზეუმი იყო.

2021 წელს ყველაზე მეტი მუზეუმი თბილისში (23.2%) ფუნქციონირებდა. ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (14.8%) და კახეთის (14%) რეგიონებია.

საქსტატის ცნობითვე, 2021 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 160.5%-ით გაიზარდა და 807.2 ათასი კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 3.2 ათასი დამთვალიერებელი მოდის. 2021 წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 103.6%-ით გაიზარდა და 20 057 შეადგინა, ხოლო გამოფენების რაოდენობა – 23.2%-ით გაიზარდა და 537 გაუტოლდა.საქსტატი

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!