დღის სიახლეებისტარტაპები

შეგვიძლია თუ არა სახლიდან გაუსვლელად, 10 წუთში აჭარული ხაჭაპურის მომზადება?

0
გაზიარება

ეს ამბავი, პანდემიისას, მყუდრო ოჯახურ გარემოში დაიბადა. კარანტინის დროს, სახლში კულინარიული ექსპერიმენტები მეტნაკლებად ყველამ დაიწყო. “ჩიზზზიც” ასეთ გარემოში შეიქმნა – გიორგი ბოჭორიშვილისა და ნათია ჯგუბურიას გასტრონომიული თავგადასავლისას.

“ჩიზზზი” არის ნაკრები, რომლითაც აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა, სახლში, 10 წუთში შეგიძლიათ. ეს მომხმარებელს უზოგავს დროსა და ენერგიას, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამედროვე სამყაროში.

გიორგი პროფესიით მარკეტერია, ნათია – პირადი სტილისტი. აჭარული ხაჭაპურის სახლში გამოცხობამ ცოლ-ქმარს ბიზნესიდეა შთააგონა და შვილთან, მაშო ბოჭორიშვილთან ერთად, „ჩიზზზი“ დააფუძნეს. დღეს, კი, უკვე ექსპორტისთვის ემზადებიან.

ბაზარზე არ არსებობს ანალოგიური პროდუქტი, მათი მეგობარი კომპანიების, სარეკლამო სააგენტო JWT Metro-სა და სექტორი D3-ის, დახმარებით შექმნეს ტრადიციული აჭარული ხაჭაპურის თანამედროვე ვერსია, რომელიც მომხმარებლის დიდი მოწონებით სარგებლობს.

იდეის გაჩენისა და პირველი ეტაპის განხორციელების შემდეგ, ფუდ-ფესტივალი „გაუსინჯე თბილისს გემო“ ძალიან დაეხმაარათ.

აქვე, გაგიზიარებთ იდეალური გამოცხობის საიდუმლოს:

ყველის ნაზავი, როცა გალღვება, ჩადეთ აჭარული ქრასთის (ბაზის) გულში, თანაბრად გადაანაწილეთ; მანამდე ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუსზე, 10-15 წუთის განმავლობაში (ზედა+ქვედა ცხობის რეჟიმი). 7-8 წუთის მანძილზე გამოაცხვეთ 200 გრადუსზე და როცა ქრასთი ოქროსფერი გახდება, ჩაამატეთ ახალი კვერცხის გული (კოვზი ჩააჭირეთ ყველს და მერე ჩააგდეთ გული) და გამოაცხვეთ 45 წამი. ბოლოს დაამატეთ კარაქი. ორი სამი წუთის მანძილზე დაელოდეთ გაგრილებას და გემრიელად მიირთვით.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!