ზღვისპირა კურორტ შეკვეთილში ქართული კომპანია 5 მლნ ლარის ინვესტიციითა და „თიბისი ბანკის“ პარტნიორობით მრავალფუნქციურ საინვესტიციო და საცხოვრებელ პროექტს ახორციელებს.
ბიზნესპრესნიუსის ინფორმაციით, პროექტი FIDELIO პირველი მასშტაბური საინვესტიციო კომპლექსია შეკვეთილში, რომელიც თანამედროვე არქიტექტურით, ახალი ტექნოლოგიებით, ტერასით, რესტორნით, კონსიერჟ მომსახურებითა და უსაფრთხოებით გამოირჩევა. რეგიონისთვის დამახასიათებელი უნიკალური კლიმატი კი მას კიდევ უფრო ღირებულს ხდის.
FIDELIO მდებარეობს Black Sea Arena-სა და სანაპიროს სიახლოვეს, რაც მას როგორც უცხოელი ვიზიტორებისთვის, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
პროექტს დეველოპერული კომპანია „ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ ახორციელებს, რომლის მიზანი ქვეყანაში მშენებლობის ევროპული სტანდარტების დანერგვა და პრემიუმ-კლასის პროექტების განხორციელებაა. კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის რუსა მამასახლისის განმარტებით, FIDELIO-შეკვეთილში არის ერთადერთი და პირველი პრემიუმ კლასის საინვესტიციო პროექტი, რომელიც რეგიონის პოპულარიზაციასა და ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს.