შემოდგომაზე საქართველოში ახალი ბრენდები გამოჩნდება. ამის შესახებ “რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მართალია, რეზო მაღალაშვილი კონკრეტულ ბრენდებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ახალი მაღაზიები აქსესუარების და ასევე, ტანსაცმლის იქნება.
„რამდენიმე ახალი ბრენდის გახსნას ვაპირებთ შემოდგომაზე. მეტ ინფორმაციას მოგვიანებით დავაანონსებთ, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, რადგან გახსნას რამდენიმე თვე გვაშორებს.
ძირითადად, საუბარია აქსესუარების და ასევე, ტანსაცმლის ბრენდებზე“,- განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.