დღის სიახლეები

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ განცხადება

0
გაზიარება

 

”სან პეტროლიუმ ჯორჯია“ ეხმაურება, ბოლო დროს, მედიაში, გარკვეული პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, კომპანიის ბიზნეს საქმიანობის შესახებ გავრცელებულ უსაფუძვლო და გადაუმოწმებელ განცხადებებს.

კომპანიის დაარსების პირველივე დღიდან, ბრენდის მაღალი რეპუტაციული სტანდარტისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით,  ყველა მოქმედება თუ ბიზნესოპერაცია სრულ თანხვედრაშია სფეროს ადგილობრივ და საერთაშორისო რეგულაციებთან.  ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სხვადასხვა სანქციების ამოქმედებიდან, დღემდე,  ჩვენი საქმიანობის ყოველი ეტაპი არის გამჭვირვალე და სრულ შესაბამისობაშია ევროპულ, ბრიტანულ და აშშ სანქციურ პაკეტებთან. აღნიშნული, რეგულარულად, დასტურდება უმსხვილესი საერთაშორისო – ევროპული და აშშ იურიდიული კომპანიების მომზადებული დასკვნებით.

განვმარტავთ, რომ  ყოველ ზემოხსენებულ პაკეტში, მკაფიოდ არის გაწერილი მიმწოდებელ კომპანიებთან სავაჭრო და ეკონომიკური დასაშვები ურთიერთობები. აღნიშნული ფორმულირებები წარმოადგენს სახელმძღვანელოს არამხოლოდ ჩვენი კომპანიისათვის, არამედ ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც აქტიურად და რათქმაუნდა, ლეგალურად, დღესაც თანამშრომლობენ ნავთობპროდუქტების იმპორტის კუთხით რუსულ კომპანიებთან – მათ შორის „როსნეფტთან“. ხაზგასასმელია, რომ დღეის მდგომარეობითაც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ნავთობპროდუქტების იმპორტი ხორციელდება „როსნეფტის“ იგივე ქარხნებიდან – საიდანაც ანალოგიური  პროცესი ხორციელდება საქართველოში. 

საზოგადოება, სხვადასხვა საჯარო წყაროებით, კარგად არის ინფორმირებული, რომ სანქციების პირობების სრული დაცვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრძელებენ  ბიზნეს ოპერაციებს რუსეთიდან სხვადასხვა ენერგორესურსების იმპორტის კუთხით. გარიგებების თანხა კი – ათობით მილიარდ ევროს შეადგენს.  

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დაბეჯითებით მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს – ნუ გაავრცელებენ ცილისმწამებლურ, არაზუსტ, არაკომპეტენტურ და გადაუმოწმებელ ინფორმაციებს. ისევე როგორც ევროპული ოჯახის სხვა ქვეყნები და კომპანიები, “სან პეტროლიუმ ჯორჯია” მუდმივად ეძებს ნავთობპროდუქტების ალტერნატიულ მომწოდებლებს ერთადერთი მიზნის მისაღწევად –  შესთავაზოს მომხმარებლებსა და ქართულ სანავთობო ბაზარს მაქსიმალურად მისაღები ფასი და ხარისხი.  

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ”სან პეტროლიუმ ჯორჯია“ არის ქვეყნის ერთერთი უდიდესი კომპანია, რომელიც ასაქმებს საქართველოს 1500-ზე მეტ მოქალაქეს,  ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად შეაქვს 200 მილიონ ლარზე მეტი.

 

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!