საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებისიახლეები

შთაგონების 3 მოულოდნელი წყარო,ბიზნესის დაწყებისთვის

0
გაზიარება

ოჯახი

 ჩემი პატარა და მარჯვენა ხელის კიდურის პარალიზებით დაიბადა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მისი მდგომარეობა უმჯობესდებოდა, თუმცა მაინც უჭირდა ხელის აწევა, რის გამოც ხშირად ბავშვები დასცინოდნენ, რადგან არ ესმოდათ მისი. თუმცა ჩემს დას სპორტის მიმართ ინტერესი არ განელებია. მოგვიანებით, უნივერსიტეტში სწავლისას, კალათბურთისა და ხელბურთის საუნივერსიტეტო გუნდში გაწევრიანდა. მიუხედავად ფიზიკური შეზღუდვებისა, არ დანებდა და გასულ შაბათს, ფიზიკურ თერაპიაში დოქტორის ხარისხი მიიღო.  ბიზნესის წამოწყება ერთგვარად დიდ რისკზე წასვლა იყო. ჩემი დის დაჟინებულმა მიზანდასახულობამ ჩემზე, როგორც მომავალ მეწარმეზე, უდიდესი გავლენა მოახდინა. მას გაუჩნდა უფრო მეტის კეთების სურვილი, გადაწყვიტა ევლო სკოლაში და დახმარებოდა მის მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს. ეს მე ორი წლის წინ ჩემს მდგომარეობას მაგონებს, როცა დავინახე ჩემში უფრო მეტი შესაძლებლობა და წამოვიწყე ეს საქმე. იყო რა თქმა უნდა გარკვეული შემზღუდველი ფაქტორები – ფულადი კაპიტალი, გამოცდილება და რესურსები, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემმა დამ მასწავლა, როგორ არ უნდა დავნებდე.   დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე ასევე ბებიამ. ბებიამ, რომელსაც შეეძლო დილაობით უსაფუარო ცომი უგემრიელეს, არომატულ ბლინებად ექცია.   დედაჩემისგან კი ვისწავლე თავდადება უკიდურეს გაჭირვებაში, როცა ფეხსაცმლის თასმებიც კი არ გვქონდა.  იყვნენ  სხვა ოჯახის წევრებიც, რომლებიც გვირჩევდნენ, რომ არ ღირდა ამ ყველაფრისთვის ფულის და დროის ხარჯვა. გადავწყვიტე ენაზე კბილი დამეჭირა და გარკვეული დროის შემდეგ ისინი ჩემს შესაძლებლობებში დამერწმუნებინა. „დაგიმტკიცებ“ – ეს დამოკიდებულება შემდგომში ჩემთვის ძლიერი მოტივაცია გახდა. დავრწმუნდი, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ოჯახი შენთვის მამოძრავებელი ძალაა, თუ ყურთან მობზუილე კოღო, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში შენთვის შთამაგონებელ ადამიანთა გუნდია.

ადგილობრივი მეწარმეები

    ძალიან ბევრ მეწარმეს ვიცნობ, რომლებიც მართავენ უდიდეს ბიზნეს ოპერაციებს და პროექტებს, თუმცა დავრწმუნდი, რომ ზოგჯერ ადგილობრივი, მცირე ბიზნესის მეპატრონეებს უფრო სასარგებლო რჩევების მოცემა შეუძლიათ.   ასეთები იყვნენ სარესტორნო ინდუსტრიაში მომუშავე ვეტერანი ცოლ-ქმარი 20 წლიანი გამოცდილებით. ერთ-ერთ სადილზე, ქმარმა მე და ჯონს (ჩემს მეუღლეს) გვითხრა, როგორ წამოიწყო ბიზნესი კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ. როგორ დაასაქმა თავისი მეუღლე მიმტანის პოზიციაზე. წყვილი ხუმრობით იხსენებდა, თუ რომელი გამოუტყდა პირველი სიყვარულში, შემდეგ ერთმანეთს აკოცეს. იმ დროს ჩვენი თავი (მე და ჯონმა) მათ ადგილას წარმოვიდგინეთ და მოგვინდა, იგივე განწყობა გვქონოდა ჩვენც ჩვენი საქმის და ერთმანეთისადმი 2032 წელს.   მე მათ ასევე ვკითხე, როგორ მოახერხეს პირადი ცხოვრების და ბიზნესის შეთავსება. “ჩვენი მთავარი სიმდიდრე – ერთმანეთია, ბიზნესი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ოჯახი უფრო მეტად” – გვითხრა ცოლმა.მათ ასევე მოგვცეს  სასარგებლო რჩევები ბიზნეს რეგულაციებსა და ხელშეკრულებებზე, რომელიც ძალიან დაგვეხმარა შემდეგ ჩვენი ბიზნესის განვითარებაში.    ბოლო წლებია ჩვენ ვპარტნიორობთ ერთ-ერთ რესტორანთან, რომლის მფლობელიც 7 წელი პატიმარი იყო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი 3 წლის განმავლობაში მენეჯერის ასისტენტად მუშაობდა. ბოლოს კი გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა. მან მე მასწავლა, რომ შეგიძლია ყოველთვის წამოდგე და იბრძოლო ახალი დღისთვის, თუკი ცხოვრება „წაგაქცევს“.

გუნდი

   როდესაც მე და ჯონი პოტენციურ თანამშრომლებს გასაუბრებაზე ვხვდებოდით, ყოველთვის ვეკითხებოდით, ჩვენთან ქათმების შეწვის და ვაფლების კეთების გარდა, რის კეთება სურდათ ცხოვრებაში. ხშირად ჩვენ (დამსაქმებლებს) გვირჩევენ, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი თანამშრომლების ინტერესებს და წინსვლას. ეს ხომ ჩვენი წინსვლაცაა. 
   ერთი წლის განმავლობაში ორმა ჩვენმა თანამშრომელმა კულინარიის სკოლაში განაგრძო სწავლა, ერთმა ნიუ იორკში ადგილზე მიტანის მცირე ბიზნესი წამოიწყო, ერთ-ერთი ჩვენი ამჟამინდელი თანამშრომელი ხავერდოვანი წითელი ვაფლების კეთებას კვანტური ფიზიკის სწავლას უთავსებს, მექანიკური ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობს. მუშაობა ასეთი თანამშრომლების გვერდით, საერთო მიზანსწრაფვა, საოცრად შთამაგონებელია. ასე იქმნება რეალური გუნდური სულისკვეთება, რომელიც სამსახურის გარეთაც გრძელდება.   ძალიან ბევრი კარგი წიგნი არსებობს, თუ როგორ უნდა დაიწყო ბიზნესი, ბევრი შთამაგონებელი ვიდეო და აუდიო ლექციებია. მაგრამ ზოგჯერ იმას, რაც გჭირდება, იპოვი შენს ირგვლივ, თუკი დაკვირვებით მიმოიხედავ.   ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან შთაგონების მიღებამ მომცა ის, რაც მჭირდებოდა. მე ვმართავ დღეს ბიზნესს და ჩემს ცხოვრებას

სოციალური მეწარმე, მოძრავი კვების ობიექტის მეპატრონე

მსგავსი სიახლეები

ნომრის ამოცნობა თბილისსა და სხვა რეგიონებში 2,300 კამერას შეუძლია 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 7,379 ვიდეომეთვალყურეობის კამერა არის განთავსებული, საიდანაც 5,079 კამერა არის ზოგადი ხედვის, ხოლო მათ შორის ნომრის ამოცნობის შესაძლებლობა 2,300 კამერას…

საქართველოში ბიზნესის 67% კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის

2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება - გამოკითხული ბიზნესის 67% სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს -…

19 სამოტივაციო ფრაზა – ცნობილი ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი

1.მო­მა­ვა­ლი მი­სია, ვინც რის­კავს და არა მისი, ვინც უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და გა­რან­ტი­ებს ეძებს - ბრა­ი­ან თრე­ი­სი, სპი­კე­რი, ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის ავ­ტო­რი  2. წინსვლის სა­ი­დუმ­ლო და­წყე­ბა­შია - მარკ ტვე­ნი,…

OneRepublic-ის კონცერტის ბილეთების ფასი 145 ლარიდან 550 ლარამდე მერყეობს

Black Sea Arena-ს ცნობით, OneRepublic-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ვებ-გვერდზე TKT.ge და BSA.ge უკვე ხელმისაწვდომია. მათი ფასი კი, 145 ლარიდან 550 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia -ს, TBC-სა და VISA-ს…

საქართველოს ეკონომიკა 7,7%-ით გაიზარდა

საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!