გორიდან 15 წუთის სავალზე აღმოაჩენთ ისეთ გარემოს, როგორიც ნამდვილ ხარისხიან ღვინოსა და ჭაჭას ეკადრება – მრავალფეროვანი მარანი, ლამაზი ეზო, უგემრიელესი კერძები და ახლა უკვე კოტეჯები, რომელიც სტუმრების მისაღებად მზადაა. ამ ყველაფრის სინთეზი მომაჯადოებელ გარემოს ქმნის, რომელიც შთაბეჭდილებებით აგავსებთ.
„კოტეჯის მშენებლობა და მოწესრიგება ექვსი თვე მიმდინარეობდა,პროექტი ნაწილობრივ დააფინანსა „აწარმოე საქართველოში“, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით! იგეგმება კიდევ 6 კოტეჯის მშენებლობაც. ვეცადეთ ყველაფერი გემოვნებიანი და კომფორტული შეგვერჩია, ვფიქრობ ჩვენ ეს გამოგვივიდა და, რაც მთავარია ეს ყველაფერი არაა,წინ დიდი გეგმებია, რომლებითაც ჩვენ სტუმრებს ძალიან გავახარებთ“ – სოსო ვანიშვილი, საოჯახო მეღვინეობა „შატო ატენის“ დამფუძნებელი
ყველა ღვინის, ბუნების, დასვენებისა და განტვირთვის მოყვარულს დ არა მხოლოდ მათ, კიდევ ერთხელ გირჩევთ ესტუმროთ “შატო ატენს” და დაუვიწყარი დრო გაატაროთ სოფელ ატენში. თუ ვერ ახერხებთ ატენში სტუმრობას, შეგიძლია ღვინის დასაგემოვნებლად “8000 მოსავალს” ესტუმროთ, სადაც წარმოდგენილია “შატო ატენის” ღვინის კოლექცია.