სილამაზის ცენტრი 𝗡𝗲𝘄 𝗗𝗮𝘆 𝗖&𝗠 10 წელზე მეტია ზრუნავს თქვენს სილამაზეზე.
ოჯახის წევრების, მარეხ სულამანიძისა და ცაგო თურმანიძის მიერ ერთდობლივად წამოწყებულმა საქმემ დიდ წარმატებას მიაღწია. პროფესიით ცაგო ექიმი დერმატოლოგია, ხოლო მარეხი ფარმაცევტი, მაგრამ დამატებით კოსმეტოლოგიისა და მანიკურის შესწავლის შემდეგ მიხვდნენ რომელ სფეროში სურდათ კარიერის გაგრძელება.
სილამაზის სალონი 𝗡𝗲𝘄 𝗗𝗮𝘆 𝗖&𝗠 დღეს 12 პროფესიონალი კადრისგან შემდგება და ყველა ერთად ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე.
„ჩვენთან შეგიძლიათ ჩაიტაროთ სახის კანის ღრმა წმენდა ,გამაახალგაზრდავებელი პროცედურები,სახის მოდელირება ფილერით,ბიორევიტალიზაცია, ბუსტერი, მეზოთერაპია, კარბონის აპარატურული პილინგი და კაპილარევის ლაზერული მოშორება. ‘ – განაცხადა Geobusinessnews-თან საუბრის დროს მარეხ სულამანიძემ.
მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, სილამაზის სალონმა 𝗡𝗲𝘄 𝗗𝗮𝘆 𝗖&𝗠-მ შეძლო თავის დამკვიდრება, რაც განაპირობა პროფესიონალ გუნდთან ერთად უმაღლესი ხარისხის აპარატურამ და პროდუქციებმა.
სამომავლოდ კი სალონი კიდევ უფრო მეტ სიახლეს გვპირდება.