კერძო სკოლა „ეისი“ – გვჯეროდეს წარმატების!
2015 წელს ქ. გორში კერძო სკოლა „ეისი“ შეიქმნა, რომელიც თავდაპირველად 28 მოსწავლისა და 36 მასწავლებლისგან შედგებოდა. თითოეული მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, სწავლების სასიამოვნო მეთოდების დანერგვითა და პროფესიონალი მასწავლებლებისგან შემდგარი გუნდით სკოლამ დაარსებიდან, ერთ წელიწადში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა მიიღო.
„დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა იდეა, შეგვექმნა საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მოსწავლისთვის ყოველდღიურად სიარული არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ სასიამოვნო პროცესი იქნებოდა; სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთის მეგობრები იქნებოდნენ, თითოეულ მოსწავლეს შევუწყობდით ხელს მათი ძლიერი მხარეების აღმოჩენასა და კიდევ უფრო გაძლიერებაში. სივრცე, რომელიც იქნებოდა დიდი ოჯახი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ბევრი შრომის შემდეგ, ოჯახის ამერიკელი მეგობრის, ,,მშვიდობის კორპუსის“ ყოფილი მოხალისე მასწავლებლის, შონ მაიკლ რიდის მხარდაჭერით, ჩემი ოჯახის სრული თანადგომით, 2015 წელს შევძელით „სკოლა ეისის“ სახელით დაგვეწყო საქმიანობა“- მარიკა ტლაშაძე, „სკოლა ეისის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
„სწორედ იმ იდეისა და მიდგომების, პროფესიონალი მასწავლებლებისა და საერთო მიზნისთვის გაერთიანებული გუნდის დამსახურებაა ის, რომ სკოლის კურსდამთავრებულთა 50%-ზე მეტი სახელმწიფო გრანტის მფლობელია, 10-ზე მეტი მოსწავლე იმყოფებოდა საზღვარგარეთ სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, სკოლას 30-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში და 100-ზე მეტი ფინალისტი სხვადასხვა ოლიმპიადებში – ნათია ტლაშაძე – „სკოლა ეისის“ დამფუძნებელი
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ დასაწყისია, სკოლა აშენებს ახალ კამპუსს გორში, რომელიც 350 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და შექმნის გამორჩეულ საგანმანათლებლო-აკადემიურ შესაძლებლობებს რეგიონის ახალგაზრდებისთვის. აღსანიშნავია, რომ ახალი კამპუსის ჯამური ინვესტიცია 3 000 000 მილიონ ლარზე მეტია და ის პირველი ახალაშენებული სკოლა იქნება შიდა ქართლის რეგიონში, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.
მის: გორი. ბესიკის 5
ტელ: (370)272027