საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანი და პრესტიჟული საკონსულტაციო კომპანია, Skytrax-ის პრეზიდენტი ედუარდ პლაისტედი, აეროპორტის ყოველწლიური სერვისების და ხარისხის შეფასების მიზნით, თბილისის
საერთაშორისო აეროპორტს მესამედ ეწვია.
Skytrax-ის პრეზიდენტი პირადად გაეცნო გასული ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს და TAV Georgia-ს ხელმძღვანელობისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
მიმდინარე წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი Skytrax-ის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში მოხვდა, რაც აეროპორტის ხარისხის და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ზრდას ასახავს და ხაზს უსვამს აეროპორტის განვითარებისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. წელსვე, ამსტერდამში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2023“-ზე, ასევე TAV Georgia-ს მართვაში არსებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი
აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში მოხვდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მეორედ, ხოლო თბილისის – ზედიზედ მეათედ მოხვდა აღნიშნულ კატეგორიაში.
Skytrax-ი გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მრავალი წელია, მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს.