საჩხერეში, სოფელ სხვიტორში, თამარ მეფის ქუჩის 19 ნომერში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ 28-ე სუპერმარკეტი გაიხსნა. ივლისის თვეში “სმარტი” თბილისში, კახეთის გზატკეცილზე და ურეკშიც გაიხსნება, შესაბამისად, მიმდინარე წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 33 სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი. ახალგახსნილ ობიექტებზე ჯამში კიდევ 70-მდე ადამიანი დასაქმდება.
იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის დასაწყისში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე მომხმარებელს ახლა უკვე უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების გარდა, „სმარტის“ სუპერმარკეტში ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების არჩევანი, „სმარტ კაფეს“ ახალგამომცხვარი, უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი და იტალიური ყავა “ტრუჩილო” ელის, რომელიც მოგზაურობას განსაკუთრებულად სასიამოვნოს და ენერგიულს ხდის.
ავტოგასამართი სადგურის, „ვისოლი“-ს და სუპერმარკეტების ქსელ „სმარტი“-ს გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას განმარტებით, კომპანიები მომხმარებლებისთვის არსებული მაღალხარისხიანი პროდუქციის გარდა, სხვა სიახლეებსაც შესთავაზებენ.
„მოხარული ვართ, რომ “სმარტი” “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს, რადგან მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად დამატებითი სერვისების მიღება ერთ სივრცეში, მოსახერხებელი ფორმით შეუძლია. „ვისოლ ჯგუფის“ მომსახურების ცენტრები უკვე ხშირად „ვისოლის“ გარდა „სმარტის“ სუპერმარკეტს, ავტომომსახურების ობიექტს, „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნებს მოიცავს, რაც მოგზაურობის დროს დამატებით კომფორტს და უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. მსგავსი კომპლექსური შეთავაზება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ავტობანებსა და ახალი ტურისტული მარშრუტების სივრცეში“.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.კომპანია თვითმომსახურების სადგურების ქსელსაც ავითარებს და გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში. „ვისოლი“ „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით ელექტრო ტრანსპორტის პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენ სადგურებსაც ქმნის.
„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, სუპერმარკეტების ფილიალები, ძირითადად, „ვისოლი“-ს მსხვილი აგს-ების მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული.