წარმატებული ქართველი ბლოგერი, რომლის პუპულარობაც შტატების ფარგლებსაც კი გასცდა, მარტვილელი სოფია ცაავაა.
მოდის სამყარო, საინტერესო სამოსი თუ აქსესუარები, ფოტო სესიები, ათასობით მომლოდინე გამომწერები და თანამედროვე ტენდენციები – ეს სოფიას ბლოგის შემადგენელი ნაწილია. ისტორია კი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო, ამერიკაში სამოგზაუროდ წასულმა სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო განათავსა, პირველივე აქტივობას მალევე მოჰყვა თბილი კომენტარები და გამოხმაურება, რამაც ბლოგის გაკეთებისკენ უბიძგა,ბლოგი კი თანდათან დაიხვეწა და გამრავალფეროვნდა. შედეგმაც არ დააყოვნა და ნიუ-იორკში სამოდელო საქმიანობაში ჩართული ბევრი წამყვანი სპეციალისტი დღეს უკვე სოფიას გამომწერი გახდა. სოფია ამერიკაში სხვადასხვა კომპანიებთან და მაღაზათა ქსელებთან თანამშრომლობს.
წარმატებულ ბლოგერს საქართველო კვლავ მთელს დედამიწაზე ყველაზე მეტად უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში თავს კომფორტულად გრძნობს. დატვირთული ცხოვრების რიტმის მიუხედავად საქართველოში ხშირად ჩამოდის და არჩევანს ესთეტიკური მედიცინის ევროპულ ცენტრზე აკეთებს, რომელიც ISO 9001_2015-ის სერიფიკატის მფლობელია და ევროპული სტანდარტების შესაბამის ესთეტიკური მედიცინის პროცედურებსა და ტრენინგ-ცენტრს აერთიანებს.
სოფია თავის სილამაზეს ევროპული ცენტრის პროფესიონალ გუნდს ანდობს