რეგიონებიRSS კატეგორიაიმერეთი

Soplidan.ge-ს სერვისი სექტემბრიდან ქუთაისში იქნება ხელმისაწვდომი

0
გაზიარება

თითქმის 7 წელია აგრო-სასურსათო პროდუქტის ონლაინ გაყიდვების ვებგვერდი Soplidan.ge თბილისში მაცხოვრებლებს ნატურალური სოფლის პროდუქტით ამარაგებს, მიმდინარე წლის სექტემბრიდან კი, იგი ქუთაისის მასშტაბითაც იქნება ხელმისაწვდომი.

Soplidan.ge-ს დამფუძნებელმა ნათია ნინიკელაშვილმა Bm.ge-სთან განმარტა, რომ მათ 400-მდე ფერმერი სხვადასხვა სახის ნატურალურ პროდუქტებს აწვდის, რაც მოქალაქეებამდე Soplidan.ge-ს მიაქვს.

„GITA-ს 100 000-ლარიანი გრანტი მოვიგეთ. ეს არის საპილოტე რეგიონებში ბიზნესის განვითარების პროექტი, რომელიც რეგიონში დამატებითი დოვლათის შექმნას გულისხმობს. Soplidan.ge -ს კონცეფცია არის ხიდი სოფელსა და ქალაქს შორის, რომელიც ერთი მხრივ ფერმერს საშუალებას აძლევს თავისი პროდუქტი მარტივად გაყიდოს და მეორე მხრივ, მომხმარებელმა ეს ნატურალური პროდუქტი შეიძინოს. საქართველოს ყველა რეგიონიდან დაახლოებით 400-მდე ფერმერია ჩვენი მომწოდებელი. ჩამოგვაქვს ის პროდუქტი, რაც ყველაზე კარგია, მაგალითად იმერეთიდან ყველი, კახეთიდან ზეთი. მოკლედ 400-ზე მეტი დასახელების პროდუქტია ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილი და 10 000 მომხმარებელი გვყავს.

სექტემბრიდან თბილისის მოსახლეობას ქუთაისის მოსახლეობაც დაემატება. პროექტი უკვე ჩაშვებულია და ქუთაისში გაყიდვები სექტემბრიდან დაიწყება. ქუთაისშიც გვექნება საწყობი, სადაც პროდუქტი მოგროვდება და იქიდან ქუთაისის მოსახლეობაზე განაწილდება”, – განაცხადა მან.

რაც შეეხება საზღვარგარეთ მომსახურებას, ნათია ნინიკელაშვილმა თქვა, რომ პროდუქტი 11 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და აღნიშნული ქვეყნების რიგს წელს აშშ-იც შეემატა.

“საქართველოდან ფოსტასთან ვთანამშრომლობთ და სახმელეთო გადაზიდვების პროექტით შესაძლებელია, რომ ევროპის 10 ქვეყანაში მოხვდეს ჩვენი პროდუქტი, მათ შორისაა: იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი.  წელს დავამატეთ ამერიკაც. იქიდან გვწერენ და ჩვენ ვუგზავნით”, – განაცხადა Soplidan.ge-ს დამფუძნებელმა, ნათია ნინიკელაშვილმა.

წყარო : ბიზნეს მედია

მსგავსი სიახლეები

12 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6573 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0003 ლარით გამყარდა ევრო - 2.9068 ლარი აშშ დოლარი -…

4 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6596 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0003 ლარით გამყარდა. ევრო - 2.8745 ლარი აშშ დოლარი -…

150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდებათ

პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით, „ლიბერთი ბანკმა" ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი,…

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, კომპანია – ტეგ ლიფტი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების…

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია სასტუმრო – გორი ინნ • Gori Inn

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!