ჰონგ-კონგში, Sotheby-ს აუქციონზე იშვიათი ვარდისფერი ბრილიანტი გაიყიდება.
ტელეარხის ცნობით, ძვირფას ქვას „ვილიამსონის ვარდისფერი ვარსკვლავი“ ეწოდება. მისი წონა 11.15 კარატია და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ბრილიანტად ითლება. აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ქვა 21 მილიონ დოლარად გაიყიდება.
აუქციონი 5 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე კი „ვარდისფერი ვარსკვლავი“ დუბაიში, სინგაპურსა და ტაიპეიში გამოიფინება.