მულტიფუნქციური სივრცე გარემოს დაცვისთვის – სოციალური საწარმო 7R ზუგდიდში ცირკულარული ეკონომიკის პოპულარიზაციას ცდილობს.
როგორც საწარმოს დამფუძნებელი “ბიზნესპარტნიორთან” ამბობს, 7R–ის დაფუძნების მთავარი მიზანი საქართველოში ისეთი სივრცის შექმნა იყო, რომელიც გარემოზე, ნარჩენების შემცირებაზე, მწვანე/ცირკულარული ეკონომიკის პოპულარიზაციაზე და რეგიონში სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობაზე იზრუნებდა
საწარმოს შეკვეთები ძირითადად კორპორატიულია, მაგალითად კონფერენციისთვის ჩანთები, დეკორატიული დროშები ღონისძიებებისთვის. 7R–ის მიერ შექმნილი აქსესუარების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, FB გვერდის საშუალებით და სხვადასხვა გამოფენებზე, როგორც ზუგდიდში ისე თბილისა და ბათუმშიც.
ცნობისთვის, სოციალური საწარმო 7R ზუგდიდში, 2020 წლის აგვისტოში დაფუძნდა და წარმოება 2021 წლის მარტში დაიწყო. პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა, თუმცა დანადგარებისა და ავეჯის დიდი ნაწილი საწარმოს DRC-ის პროექტის ფარგლებში გადაეცა,