,,სუპ სთეიშენი“ ერთი წლის წინ შეიქმნა და მომხმარებელს წვნიანებს, ძირითად კერძებს, სმუზებსა და სალათებს სთავაზობს, რომელიც სხვადასხვა არომატიზატორებისა და მომწვარი ცხიმების გარეშე მზადდება. კომპანიის დამფუძნებელს, ნელი თოფურიძეს მიაჩნია, რომ წვნიანების კულტურა დროთა განმავლობაში დაიკარგა და საჭიროა მისი განვითარება.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით: „დაძაბული ცხოვრების რიტმისა და ,,ფასტ ფუდების“ ბუმის ეპოქაში ყველგან და განსაკუთრებით ჩვენთან, დაიკარგა კვებაში წვნიანების ჩართვის კულტურა. სუპ სთეიშენი კი მომხმარებელს ჯანსაღ და სასარგებლო წვნიანებს, ახლად მომზადებულ სახლურ საკვებს სთავაზობს, რომელიც შერჩეულია საგულდაგულო ინგრედიენტებით. ამასთანავე, წვნიანი ნებისმიერი ასაკის ადამიანის კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს.“
„ პროდუქტები დავყავით ე.წ. „სადგურებად“, რომელშიც გარკვეული ტიპის საკვებია გაერთიანებული. მაგალითად: წვნიანების ,,სადგური“ , ძირითადი კერძების , სმუზების და სალათების სადგურები. კომპანია ,,სუპ სთეიშენი“ ერთი წლის წინ შეიქმნა და მომხმარებელს სასარგებლო, სწორად მომზადებულ, ჯანსაღ კერძებს სთავაზობს. სასარგებლო და ნოყიერი წვნიანები და კრემსუპები: გოგრისა და წითელი ოსპის, ბროკოლის ისპანახით, პრასით, ნიახურით,
სოკოსი და პომიდვრის. ცოცხალი ბოსტნეულის სალათები ბროკოლით, ფილეთი თუ ორაგულით და რაც მთავარია დეტოქს სმუზები: ჰოლივუდის, ლემონგრასის, ჯინჯერის. კერძებში შემავალი ყველა ინგრედიენტი არის ჯანსაღი და სასარგებლო. კერძების შეძენა ოლაინ სხვადასხვა საკურიერო მომსახურებით შეიძლება. „სუპ სთეიშენი“ უახლოეს მომავალში მომხმარებელს უგლუტენო კვებას შესთავაზებს, რომელიც გაუადვილებს ცხოვრებას ცელიაკიით დაავადებულებს. ვთვლი, რომ წვიანები აუცილებელია იყოს ყველა მენიუში და ეს კულტურა განვითარდეს“ – სუფ სთეიშენის დამფუძნებელი ნელი თოფურიძე
ჯანსაღი კვების მიმდევრებს „ სუპ სთეიშენის „ პროდუქცია შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად გლოვოს, ვოლტის,ბოლტის და ელვისის დახმარებით შეუკვეთონ.
სტატიის ავტორი : მარეხ ჯაფარიძე