ქართული სატაცურისა და მოცვის მწარმოებელი შპს „ჯეოფრეში“ წელს 25 ტონამდე სატაცურის მოსავალს სპარსეთის ყურეს ქვეყნებში ექსპორტისთვის ამზადებს.
კომპანიამ GlobalG.AP სერტიფიკატი განაახლა და მზადაა ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე ექსპორტისთვის – განაცხადა “ჯეოფრეშის“ წარმომადგენელმა სალომე ქველიაშვილმა.
დღეისათვის, კომპანია აღმოსავლეთ საქართველოში 13 ჰექტარზე სატაცურს აწარმოებს. კომპანიამ მოამზადა ახალი სამაცივრე მეურნეობაც, სადაც სატაცურის დახარისხება და შეფუთვა მოხდება
ქველიაშვილის თქმით „ჯეოფრეშის“ სატაცურის საექსპორტო ფასი წელს, ხარისხის გათვალისწინებით, 10-11 დოლარი იქნება.
კომპანია „ჯეოფრეში“ სამეგრელოს რეგიონში 7 ჰექტარზე მოცვის პლანტაციას ფლობს. ექსპორტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, პროდუქტის ჯიშის შეცვლა და სამაცივრე დანადგარების განახლება მოხდა