უცხოური ბიზნეს სიახლეებიRSS კატეგორიასაინტერესო სიახლეებიფინანსები

სტალინის აგარაკი, ვილა სოჭში… – ვლადიმერ პუტინის უძრავი ქონება

0
გაზიარება

პუტინი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსია მსოფლიოში, იგი ფლობს ვილებს და სასახლეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. წილები ბევრ მომგებიან ბიზნესში და ა.შ. სხვადასხვა ექსპერტებმა შეაფასეს, რომ მისი აქტივების ღირებულება 200 მილიარდ დოლარს აღწევს. პუტინის უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას BPN ავრცელებს:

მილიარდერთა სოფელი

გავრცელებული ინფორმაციით, სასახლე მოსკოვის გარეუბანში, მილიარდერთა სოფელში აშენდა. როგორც Mirror წერს, სასახლეს აქვს ორი ძირითადი შენობა 123,785 კვ.ფუტი ფართობით და თავლები, რომლებიც მოიცავს 21,528 კვ.ფუტს.

15 ჰექტარი ფართობი დაცულია. კლასიკური სტილის შენობა დააპროექტა კომპანიამ Property-V, სადაც V ნიშნავს ვლადიმერ პუტინს. ამბობენ, რომ ის ბუკინგემის სასახლეს ორჯერ აღემატება და 360 მილიონი დოლარი ღირს.

rui5e4ijrtedji-1651843696.jpg

ვიბორგის ყურეში არსებული დასასვენებელი სახლი

დასასვენებელი სახლი მდებარეობს რუსეთ-ფინეთის საზღვრიდან 20 მილის დაშორებით, ვიბორგის ყურის კუნძულზე.

სახლი გარემონტდა 2010 წელს. მას აქვს მიწისქვეშა სპა, საცურაო აუზი მოოქროვილი ფილებით. პრესტიჟული დასასვენებელი სახლი თავდაპირველად 1913 წელს აშენდა და საბჭოთა სცენების გადასაღებად გამოიყენებოდა.

rfyhreuj54rui4-1651843736.jpg

სახლი პეტერბურგში ტბის პირას

ამბობენ, რომ კომსომოლსკის ტბის მახლობლად დახურულ დასახლებაში ვლადიმერ პუტინს ტრადიციული აგარაკი აქვს.

1996 წელს, როდესაც ლიდერი საუნაში იმყოფებოდა სახლს ხანძარი გაუჩნდა, ამბობენ, რომ მაშინ პუტინს აივნიდან გადაძრომა და გაქცევა მოუწია. ინციდენტის შემდეგ სახლი რამდენიმე წელიწადში აღადგინეს.

პუტინის სასახლე

პუტინი 2014 წლიდან საიდუმლოდ აშენებდა სასახლეს შავი ზღვის პირას. როგორც Business Insider-მა აღნიშნა, სასახლე რუსეთის პრეზიდენტს 1,3 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

სახლს აქვს სამეფო დეკორი ყველა ოთახისთვის, ფართო ინტერიერი და ბროლის ჭაღები. მისი სასახლე ასევე აღჭურვილია ყინულის მოედანით და საცეკვაო ოთახით.

ვილა ალთაის მთებში

შორეული ციმბირის ალთაის მთებში, პუტინი საიდუმლო თავშესაფარს ფლობს. ეს რუსეთის პრეზიდენტის საყვარელი რეკრეაციული ადგილია. იგი ხშირად უნახავთ მიმდებარე მიდამოებში ლაშქრობისას, სოკოსა და კენკრის შეგროვების დროს.

ნოვო-ოგარიოვო

პუტინის ნოვო-ოგარიოვოს სახლი გახდა მისი ოფიციალური რეზიდენცია მას შემდეგ, რაც მან 2000 წელს მთავრობაში დაიკავა თანამდებობა.

სახლი აშენდა მე-19 საუკუნეში იმპერატორ ალექსანდრე III-ის ძმის ჰერცოგ სერგეი ალექსანდროვიჩის მიერ და გამოიყენებოდა უცხოური დელეგაციების რუსეთში ვიზიტების დროს.

მოსკოვის ბინა

პუტინს მოსკოვში, აკადემიკა ზელინსკოგოს ქუჩა 6-ში, აქვს იჯარით მიღებული ბინა. ბინა მას რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დაუთმო. ფართის მოიცავს 153.7 კვ.მ., ხოლო სართული და სხვა დეტალები უცნობია.

ვალდაის ქონება

ვლადიმერის ოფიციალურ რეზიდენციას ხშირად უწოდებენ ვალდაის. მამული აშენდა 1930-იან წლებში, რათა გამხდარიყო სტალინის ერთ-ერთი აგარაკი თუმცა, დიქტატორი ფიქრობდა, რომ ეს ტერიტორია ძალიან საშიში იყო.

რეზიდენცია დასრულდა 1980-იან წლებში. იგი გარშემორტყმულია უღრანი ტყეებით. ადამიანებს შეუძლიათ მამულში მდებარე ერთ-ერთი სახლი 800 დოლარად იქირაონ.

reyeu54i4i-1651843943.jpg

“ბოჩაროვი რუჩეი“ სოჭში

პუტინის მთავარ რეზიდენციასთან ერთად, მედიაში ხშირად ქვეყნდება მისი სახლი – “ბოჩაროვი რუჩეი“ სოჭში.

სახლი ექსპლუატაციაში მიიღო სტალინმა 1955 წელს, რათა რუს ლიდერებს შეეძლოთ იქ დარჩენა. იგი გახდა რუსეთის პრეზიდენტების ოფიციალური საზაფხულო რეზიდენცია.

მსგავსი სიახლეები

12 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6573 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0003 ლარით გამყარდა ევრო - 2.9068 ლარი აშშ დოლარი -…

მოიპოვე გერმანული უნივერსიტეტის დიპლომი საქართველოში – შტაინბაისის სამაგისტრო პროგრამა ალტერბრიჯში

პროგრამის აღწერა: ალტერბრიჯში იწყება მიღება საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე: “The Master of Arts In General Management”. პროგრამის უმთავრესი მიზანია, სტუდენტებმა (ამ შემთხვევაში თქვენ მიერ შერჩეულმა თანამშრომლებმა)…

4 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6596 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0003 ლარით გამყარდა. ევრო - 2.8745 ლარი აშშ დოლარი -…

150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდებათ

პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით, „ლიბერთი ბანკმა" ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი,…

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, კომპანია – ტეგ ლიფტი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!