წელს საქართველო რამდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავს უმასპინძლებს. “ბლექ სი არენას” ახალი კამპანიის ფარგლებში 6 კონცერტია დაგეგმილი. კონცერტების სერია შეკვეთილში 5 აგვისტოს ნაილ როჯერსისა და მისი ბენდის კონცერტით გაიხსნება, ხოლო 31 აგვისტოს თბილისში Imagine Dragons–ს გამოსვლით დასრულდება.
სახელმწიფო ინივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის, ოთარ ანგურიძის თქმით ნებისმიერ შემთხვევაში, ტურისტები, რომლებიც ამ კონცერტებზე დასასწრებად ჩამოვლენ, იქნებიან მაღალშემოსავლიანები
„პანდემიის შემდეგ ტურიზმის სექტორმა სწრაფი აღდგენა დაიწყო და ეკონომიკის ერთ-ერთ მოწინავე დარგად იქცა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთი წლის განმავლობაში დაბალშემოსავლიანი ტურისტებიდან, გავხდით საშუალო შემოსავლის ტურიზმის ქვეყანა. ეს ნიშნავს, რომ მეტი ფული იხარჯება საქართველოში. შესაბამისად, ამან გააჩინა პერსპექტივა, რომ მაღალშემოსავლიან ტურისტებზე გადავიდეთ. სწორედ ამას ემსახურება კამპანია starring georgia გამომდინარე იქედან, რომ დაანონსებული მუსიკოსები და მომღერლები არიან მაღალანაზღაურებადი. შესაბამისად, ბილეთის ფასიც მაღალი იქნება.
ნებისმიერ შემთხვევაში, ტურისტები, რომლებიც ამ კონცერტებზე დასასწრებად ჩამოვლენ, იქნებიან მაღალშემოსავლიანები. ბილეთებზე დაინტერესება რომ ნახოთ, არის აშშ-დან, გერმანიიდან, ბრიტანეთი, საფრანგეთიდან, ანუ ქვეყნებიდან, რომლებიც არიან ეკონომიკურად მოწინავეები. აქვე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტურისტები, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში, არ ჩამოვლენ 3 საათით. ეს განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ეფექტს. მით უფრო დაანონსებულია, რომ ეს იქნება 2-წლიანი პროექტი და არა, ერთჯერადი” – განაცხადა ანგურიძემ