SGBA – წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელსაც საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ბიზნესების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე Success card – ის, როგორც HR პროდუქტის პრეზენტაცია მოეწყო.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ნატო ქათამაძის თქმით, სტუდენტებს, რაც უფრო მეტი დასაქმების შესაძლებლობა და ფანჯარა ექნებათ, მით უკეთესია მათი წინსვლისა და კარიერული განივითარებისათვის.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ზრუნავს, რომ სტუდენტებსა და დამსაქმებლებს შორის იყოს მუდმივი კომუნიკაცია. სწორედ ამ მიზნით საუნივერსიტეტო სივრცეში, მარტო ამ ერთი აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში, 2-ჯერ ჩავატარეთ დასაქმების ფორუმი, სადაც პირველ ჯერზე 60 კომპანია 500-ამდე, ხოლო მეორე ჯერზე 105 კომპანია 1000-ზე მეტი ვაკანსიით იყო წარმოდგენილი.
რაც შეეხება „წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცი“-ის მიერ წარმოდგენილ HR პროდუქტს, მსგავსი პლატფორმების არსებობა, კარგია, მისასალემებელია. რაც მეტი ასეთი პლატფორმა იარსებებს, ორივე მხარისათვის, სტუდენტისა და დამსაქმებლისათვის არის ინფორმაციის გაცვლის ახალი ფანჯარა და ახალი შესაძლებლობა – ნატო ქათამაძე