დღის სიახლეებიპარტნირებიპროფესიული განათლებასიახლეები

სტუდია”მერლი”-საესტრადო,თეატრალური მიმართულების უმაღლეს ხარისხი

0
გაზიარება

სტუდია “მერლი” ქალაქ ქუთაისში 2018 წელს დაფუძნდა და მალევე მოიხვეჭა წარმატებული, პოპულარული სტუდიის სახელი,რომლის წინაპირობაც “მერლი”-ს დამფუძნებლის, ქალაქისა და ბავშვებისათვის საყვარელი მსახიობის, ჯანეტ ქობულაძის ცნობადობა, შრომისმოყვარეობა და ბავშვებისადმი განსაკუთრებული სიყვარული გახდა.

ეს არის ადგილი, სადაც მომხმარებელს პროფესიონალურ დრონეზე სთავაზობენ: საესტრადო, თეატრალური მიმართულების უმაღლეს ხარისხს, სწორად სიმღერას, მეტყველების კულტურას, სამსახიობო ოსტატობას, სასცენო მოძრაობებს და რაც ასევე მნიშვნელოვანია სტუდია „მერლი“- ში ინდივიდუალურად მუშავდება ვოკალი.

“მერლი” უკვე მეხუთე წელია, პოზიტიური განწყობით ახმაურებს ქუთაისს და დიდი პოპულარობის შედეგად,2022 წელს ფილიალიც დაფუძნდა, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მუსიკოს ტატო ადეიშვილის თანადგომით. “მერლი ჩვენი სიყვარულია”, ლოზუნგი მუდამ თან სდევს ყველა მოსწავლეს,მშობელსა და პედაგოგს, რაც აძლიერებს დაუღალავ შრომის უნარიანობას და ცხადად გვაჩვენებს, რომ “მერლი ჩვენი ნათელი მომავალია”. ასევე ერთ-ერთი ნიშა, რითაც სტუდია გამოირჩევა გახლავთ ის, რომ ყველა ბავშვის შესაძლებლობებს ერთ დონეზე ანვითარებს და პატარა ვარსკვლავებად აქცევს. სტუდიის პოპულარიზაციას კიდევ მეტად  ხელი შეუწყო,ნიჭიერი მუსიკოსების, ნინო დეისაძისა და ნინო ხურციძის მიერ სპეციალურად “მერლი”-სთვის შექმნილმა საავტორო სიმღერებმა“ – ჯანეტ ქობულაძე სტუდია „მერლის“ ხელმძღვანელი

სტუდია “მერლი” 5 წლის განმავლობაში უამრავი საერთაშორისო ფესტივალის, კონკურსისა და სატელევიზიო გადაცემის მონაწილეა, რომელსაც ასევე აქვს 5 მასშტაბური სოლო კონცერტი გამართული,მათ შორის ცნობილი მომღერლებისა და ვარსკვლავების თანამონაწილეობით. სტუდიას ასევე აქვს უამრავი ჯილდო და მოწინავე ადგილი მოპოვებული. სტუდიის წარმატებად ითვლება, რამდენიმე საავტორო სიმღერა და კლიპი.

სტუდია „მერლი“ კვლავ აგზძელებს თავდაუზოგავი შრომით უპირობო წარმატებების მოპოვებას.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!