ტურიზმი, დასვენება და გართობა
ტურიზმი, დასვენება და გართობაRSS კატეგორიადღის სიახლეებიმთავარი ამბები

Süddeutsche Zeitung მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

0
გაზიარება

გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგულმა ჟურნალმა
Süddeutsche Zeitung-მა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა.
გამოცემის რედაქტორი ჯოანა პანდი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა.
„გამარჯობა მისალმებას ნიშნავს და პირდაპირ რომ ვთარგმნოთ იყავი გამარჯვებულს ნიშნავს. საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ინტერესია, ეს არის კავკასიაში მდებარე თითქმის ბავარიის ზომის ქვეყანა, 3.7 მილიონი მოსახლეობით. წელს საქართველო ბერლინის ტურისტული გამოფენის ITB Berlin პარტნიორი ქვეყანა იყო კულტურული მიმართულებით, ხოლო 2023 წელს გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას“.-წერს ავტორი.
Süddeutsche Zeitung-ის სტატიაში ქართულ სუფრა, კერძები, კულტურა, პოლიფონიური მუსიკაა აღწერილი, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს.
„ღვინო ჩვენი კულტურის ნაწილია. მთელ მსოფლიოში ღვინის უძველესი წარმოებით საქართველო ამაყობს. კულტივაცია 8 ათასი წლის წინ დაიწყო. მსოფლიოში საქართველოს ღვინის კულტურა ცნობილია ქვევრით, ღვინის შესანახი მიწისქვეშა ჭურჭლით“.-აღნიშნავს გამოცემის რედაქტორი.
სტატიაში აღწერილია იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის ტურისტული ადგილები, სამონასტრო კომპლექსები, სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტები.
“მშრალი ჰაერის გამო ბაკურიანში ფაფუკი თოვლია. მცირე კავკასიონის მთებში მდებარე ბაკურიანი ერთ-ერთ მთავარ სამთო კურორტად განვითარდა და წელს საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, კურორტზე მსოფლიო თასის ეტაპი სკი-კროსში გაიმართა. ბაკურიანის ჩრდილოეთით კავკასიონის დიდი ქედის მწვერვალები მოჩანს, ხოლო სამხრეთით მცირე კავკასიონის ვულკანური მთები“.-წერს ჯოანა პანდა.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცხეთას, ძველ თბილისს, ქალაქის არქიტექტურას.
„ აივნები როგორც თბილისის, ასევე მაღალმთიანი რეგიონების არქიტექტურული სიმბოლოა. ეს ის ადგილი სადაც ზაფხულს ატარებენ. ფერადი აივნები ხის ელემენტებს შეიცავს, როგორც კი დათბება აივნებზე სტუმრების მიღებას დაიწყებენ. საქართველოში სტუმარი ღვთისაა.“-წერს Süddeutsche Zeitung-ის რედაქტორი.
სტატიის ბოლოში ავტორი მკითხველს ინფორმაციას აწვდის თუ როგორ შეიძლება საქართველოში გამგზავრება, დაბინავება და კერძების დაგემოვნება.
ჟურნალი Süddeutsche Zeitung მიუნხენში იბეჭდება. გამოცემას 1.28 მილიონი მკითხველი ჰყავს, ჟურნალის ონლაინ ვერსიას კი თვეში 13 მილიონი მომხმარებელი ეცნობა.

მსგავსი სიახლეები

2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო. მართვის უფლება ყველაზე მეტ…

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადაეცემა, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ – ₾30 მლნ-ს- ფონდი „ქართუ“

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის…

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!