განათლებაRSS კატეგორიაუმაღლესი განათლება

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

0
გაზიარება

18-19 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში (კ.ქუთათელაძის #3) გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „გამძლეობა და აღდგენა: გამოწვევები უკრაინისა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისთვის“. აღნიშნულ კონფერენციას დაესწრებიან: უკრაინის (Ukraine Catholic University), ამერიკის (University of Notre Dame), იტალიის, ხორვატიის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და პოლონეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

კონფერენციას 15:30 საათზე გახსნიან: „საბაუნის“ რექტორი – ვაჟა ვარდიძე, ვატიკანის ელჩი საქართველოში – ჟოზე აველინო ბეტანკური და ამერიკის უნივერსიტეტის (University of Notre Dame) პროფესორი კლემენს სედმაკი.კონფერენცია გაიმართება შერეულ ფორმატში, მათ შორის: პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც, უკრაინის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ისაუბრებს საომარ ვითარებაში უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ამჟამინდელ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.

19 მაისს, 08:30 საათიდან, კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ თუ რა როლი აქვთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მშვიდობის მშენებლობასა და ომის თავიდან აცილებაში (განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ომისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და ომის შემდგომი აღმშენებლობის საქმეში უნივერსიტეტების სტრატეგიის საკითხებს).

კონფერენციას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების სფეროს წარმომადგენლები.

კონფერენცია ჩატარდება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ორგანიზებით.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!