შვედეთი მიგრანტებისთვის ხელფასს აორმაგებს. ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის მიგრაციის მინისტრ მარია მალმერ სტენერგარდმა განაცხადა, რასაც Euractiv ავრცელებს. ამ გზით მთავრობა დაბალ ხელფასებს ბოლოს მოუღებს, კერძოდ, შრომითი იმიგრანტებისთვის შემოსავალი თვეში 13,000-დან 26,560 შვედურ კრონამდე, ანუ 1,238 ევროდან 2,534 ევრომდე გაიზრდება.
„ეს პარადიგმის ცვლილების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის რეალიზებასაც იმიგრაციის სფეროში ვაპირებთ,“ – აცხადებს სტენერგარდი.
2022 წელს შვედეთმა იმიგრანტი მაძიებლებისთვის 24,000-ზე მეტი სამუშაო ნებართვა, ხოლო ბინადრობისთვის, დაახლოებით, 9,000 ნებართვა გასცა.
წელს ქვეყნის მიგრაციის სააგენტო მოელის, რომ მუშაობის ნებართვის მისაღებად უწყებაში 100 000 უცხოელი შეიტანს განაცხადს.