დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

შვედეთის ქალაქი შელეფტეო შშმ პირებისთვის ყველაზე მოსახერხებელ ევროპულ ქალაქად აღიარეს

0
გაზიარება

„ევროპულსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციითშვედეთის ქალაქი შელეფტეო შშმ პირებისთვის ყველაზე მოსახერხებელ ევროპულ ქალაქად აღიარეს და ევროკავშირის ყოველწლიური მთავარი პრემიის, Access City Award-ის პრიზის მფლობელი გახდა.

მხედველობადაქვეითებული პირებისთვის ქალაქში SMS-სერვისი მოქმედებს, რომელიც საგზაო სამუშაოებსა და ქალაქში არსებულ სხვა პოტენციურ დაბრკოლებებზე მათ ინფორმაციას აწვდის,ასევე ქალაქის ცენტრალური პარკი და მიმდებარე სანაპირო აღჭურვილია ტაქტილური, ანუ შეხებითი ნიშნებითა და რუქებით, დასაჯდომი ადგილებითა და შშმ პირების ეტლისთვის განკუთვნილი ლიფტებით.

შელეფტეოში ტარდება სპეციალურ ტრენინგები ინტელექტუალური შესაძლებლობებით შეზღუდული ახალგაზრდებისთვის, სადაც მათ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მუშაობის მეთოდებს აცნობენ. ეს შშმ პირებს დამოუკიდებელი  ზრდასრული ცხოვრების წარმართვაში ეხმარება.

მეორე და მესამე ადგილების მფლობელები ესპანეთის ქალაქ კორდოვასა და სლოვენიის დედაქალაქი ლუბლიანა გახდა.

Access City Award-ის წინა წლის გამარჯვებული ლუქსემბურგი იყო.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!