მაჯის საათების შვეიცარული ბრენდი, Audemars Piguet საათის ქურდობის ან დაზიანების შემთხვევაში მყიდველებს გარანტიას სთავაზობს. ამის შესახებ შვეიცარულ ჰოლდინგ Le Brassus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანსუა-ანრი ბენამიამ განაცხადა.
ჰოლდინგში საათების ბრენდები, Audemars Piguet და Blancpain შედიან. ბენამიას თქმით, Audemars Piguet 2-წლიანი გარანტიის საფუძველზე 2022 ან 2023 წლებში ნაყიდი საათების ქურდობას ან დაზიანებას აანაზღაურებს. ახალი სერვისის დანერგვა საათების ქურდობის რაოდენობის მატებამ განაპირობა.პრობლემების შემთხვევაში კლიენტს ზიანი აუნაზღაურდება ან ის ახალ საათს მიიღებს, ანდა უფასო შეკეთების სერვისით ისარგებლებს.
„ჩვენ ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს და ამავე დროს თვალყურს ვადევნებთ, თუ რა ხდება მსოფლიოში ამ მომენტისთვის. მნიშვნელოვანი ქალაქები ევროპასა და აშშ-ში, სადაც პროდუქციას ვყიდით, უსაფრთხო აღარ არის,“ – აცხადებს კომპანიის მმართველი.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ძვირად ღირებული საათების მწარმოებელი მომხმარებელს ქურდობის შემთხვევაში თანხის დაბრუნებას ან ახალ ნივთს სთავაზობს.
Audemars Piguet-ის მიერ წარმოებული მაჯის საათის საშუალო ფასი 55 000 დოლარია.