2024 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგული საქართველოს მოქალაქეობის აღსადგენად სააგენტოსთვის მიმართვის ვადა.
„საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, უფლება ექნება 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილება 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული, უფლება ექნება 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით“, – განაცხადა დამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ